ჭადრაკი. რეიტინგები: ბაადურ ჯობავა ასეულის გასასვლელს მიუახლოვდა

AutoSharing Option
აპრილის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ სამაისოდ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქართველ მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერი ბაადურ ჯობავა, რომელიც ერთ დროს 2700-იანთა კლუბის წევრი იყო და მკვიდრად იდგა პირველ ოცდაათეულში, ბოლო რამდენიმე ტურნირია, საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ამჟღავნებს, რაც მის რეიტინგზეც უარყოფითად აისახა - 2661 პუნქტით 88-ე ადგილზეა და პირველი ასეულიდან გასავარდნ მიჯნას ექვსიოდე პუნქტი აშორებს.

ვაჟთა პირველ ათეულში კი ასეთი მდგომარეობაა: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2851), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2804), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2790), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2788), ჰიკარუ
ნაკამურა (აშშ, 2787), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2784), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2779), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2778), უესლი სო (აშშ, 2773).

ქალთა პირველ ათეულში ადგილს ინარჩუნებს ნანა ძაგნიძე.

ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2663), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2575), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2559), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2556), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2541), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2529), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2514).

ქართველთაგან, ასევე, ასეულში არიან: 15. ლელა ჯავახიშვილი (2493), 23. ნინო ბაციაშვილი (2476), 28. ბელა ხოტენაშვილი (2470), 58. ნინო ხურციძე (2409), 59. სალომე მელია (2409), 84. სოფიკო გურამიშვილი (2376), 92. მაია ლომინეიშვილი (2367), 99. მერი არაბიძე (2363).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული