ჩემპიონები სათავეში - ფიდეს ახალ რეიტინგში ნანა ძაგნიძე მერვე ადგილზეა

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალთა პირველ ათეულს, სადაც ადგილს ინარჩუნებს ნანა ძაგნიძე, ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2663) ლიდერობს, II-X ადგილებს ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2575), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2559), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2556), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2551), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2546), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), ნანა ძაგნიძე (2532), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2524), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2518) ინაწილებენ.

ძაგნიძის გარდა, ქართველთაგან პირველ ასეულში არიან: 16. ლელა ჯავახიშვილი (2497), 20. ნინო ბაციაშვილი (2485), 33. ბელა ხოტენაშვილი
(2456), 57. სალომე მელია (2410), 61. ნინო ხურციძე (2406), 82. ინგა ჭარხალაშვილი (2379), 85. სოფიკო გურამიშვილი (2376), 88. მაია ლომინეიშვილი (2374).

ვაჟთა ასეულში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავს - ბაადურ ჯობავა, რომელმაც ამას წინათ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ქართველ დიდოსტატს 2669 პუნქტით 71-ე ადგილი უკავია.

პირველი ათეულის სათავეშია მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2855). მომდევნო ადგილებზე მოდიან: ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2812), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2804), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2792), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2789), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2783), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2782), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2774), უესლი სო (აშშ, 2770), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2770).

20 წლამდე გოგონათა ასეულში მხოლოდ ორი წარმომადგენელი გვყავს: 18-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი, რომელიც ამას წინათ კირიშიში (რუსეთი) ვაჟთა წრიულ ტურნირზე მეორე იყო, 2338 პუნქტით მეთვრამეტეა, ხოლო ნატო იმნაძეს (2281) 37-ე საფეხური უკავია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ აშუქებთ მიმდინარე თამაშებს? გასაგებია რომ ქალები ევროპაზე სუსტად გამოვიდნენ,მიუხედავად ფედერაციის ძალისხმევისა.ახლა გრან პრი მიდის იქნებ გააშუქოთ წინა ეტაპის შედეგები,ააქვთ თუ არა რაიმე შანსი? მე პირადად ნანას პოზიციები მაინტერესებს.

giorgi
08:17 03-07-2016
0

სიახლეები პოპულარული