ნანა ძაგნიძე ფიდეს მსოფლიო რეიტინგში ათეულში ადგილს ინარჩუნებს

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ ივლისისთვის მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

მანდილოსანთა პირველ ათეულში ინარჩუნებს ადგილს ნანა ძაგნიძე, საუკეთესო ასეულს კი 2653 პუნქტით სათავეში უდგას ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი.

ათეულში შემდეგ მოდიან ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2578), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2575), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2549), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2545), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2545), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), კატერინა ლაგნი (რუსეთი, 2530), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2529), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2526).

ქართველთაგან პირველ ასეულში, ძაგნიძის გარდა, არიან: 17. ლელა ჯავახიშვილი
(2487), 26. ნინო ბაციაშვილი (2466), 32. ბელა ხოტენაშვილი (2454), 57. ნინო ხურციძე (2413), 59. სალომე მელია (2410), 83. ინგა ჭარხალაშვილი (2379), 86. სოფიკო გურამიშვილი (2376).

ვაჟთა ასეულს ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი მეწინავეობს 2855 პუნქტით. მას 43 პუნქტით ჩამორჩება ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), 2810 პუნქტით მესამე ადგილზეა ფაბიანო კარუანა (აშშ).

პირველ ათეულში, ასევე, არიან მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2798), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2792) ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2785), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2778), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2773), ვიშვანათან ანადი (ინდოეთი, 2770), უესლი სო (აშშ, 2770).

დიდოსტატი ბაადურ ჯობავა 2669 პუნქტით 71-ე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც იქნა გავარკვიე რომ ნანას აქვს ნატამაშები გრან პრის 3 ეტაპი. კიდევ ეკუთვნის თუ არა თამაში?????თუ არა ცუდია.
giorgi
07:34 06-07-2016
0

სიახლეები პოპულარული