ფიდემ ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
წინა თვის მონაგარის გათვალისწინებით, ფიდემ პირველი აგვისტოსთვის მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალთა ათეულს საგრძნობი უპირატესობით სათავეში უდგას ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2658). მომდევნო ადგილებზე მოდიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2580), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2575), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2544), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2542), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2539), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2538), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2529).

ქართველთაგან, ასევე, ასეულში არიან: 15. ლელა ჯავახიშვილი (2486), 23. ნინო ბაციაშვილი (2474), 27. ბელა ხოტენაშვილი (2463), 49.
სალომე მელია (2419), 64. ნინო ხურციძე (2398), 88. მერი არაბიძე (2374), 93. სოფიკო გურამიშვილი (2371) და 97. სოფიკო ხუხაშვილი (2368).

ვაჟთა ათეულს ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2857) მეწინავეობს. მეორე ადგილზე ფრანგმა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (1819) გადაინაცვლა, მესამეზეა რუსი ვლადიმირ კრამნიკი (2808). მეოთხე-მეათე ადგილებს ფაბიანო კარუანა (აშშ, 2807), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2792), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2791), უესლი სო (აშშ, 2771), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2770), ანიშ გორი (ჰოლანდია, 2769) და სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2769) ინაწილებენ. ბაადურ ჯობავა 2669 პუნქტით პირველ ასეულში 74-ე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული