ფიდეს განახლებულ რეიტინგში ნანა ძაგნიძე მეათეა, ბაადურ ჯობავა - 83-ე

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ პირველი სექტემბრისთვის მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ქალთა საუკეთესო ასეულს 2658 პუნქტით სათავეში უდგას ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი.

პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2583), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2580), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2550), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2542), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2539), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2538), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2522), ჩჟაო სიუე (ჩინეთი, 2522).

საუკეთესო ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, არიან: 15. ლელა ჯავახიშვილი (2486), 24. ნინო
ბაციაშვილი
(2474), 27. ბელა ხოტენაშვილი (2463), 51. სალომე მელია (2419), 64. ნინო ხურციძე (2398), 88. მერი არაბიძე (2374), 94. სოფიკო გურამიშვილი (2370), 98. სოფიკო ხუხაშვილი (2368).

ვაჟთა ათეულს ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2857) მეწინავეობს. მეორე-მეათე ადგილებს იყოფენ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2813), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2808), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2808), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2795), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2789), ვესლი სო (აშშ, 2783), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2776), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2769), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2768).

პირველ ასეულში ბაადურ ჯობავას 2665 პუნქტით 83-ე ადგილი უკავია.

საქართველოს საუკეთესო დიდოსტატი ქალები და ვაჟები დღეს ბაქოში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაში ჩაებმებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული