ქართველთაგან პირველ ათეულს, სამწუხაროდ, არავინ შემორჩა. ქალებში უწინდებურად ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2649) მეწინავეობს. აზიელს 69 პუნქტით ჩამორჩება თანამემამულე ცზიუ ვენძიუნი, რომელიც მეორე ადგილზეა.
ათეულში შემდეგ მოდიან ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2557), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2538), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2537), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2535), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2532), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2528).
ქართველ დიდოდსტატ ქალთა მაჩვენებლები ასეთია: 13. ნანა ძაგნიძე (2507), 18.
ვაჟთა ასეულში 44-ე საფეხურამდე დაწინაურდა ბაადურ ჯობავა (2698). მას მხოლოდ 2800 და 2700-იანთა კლუბის წევრები უსწრებენ. 2853 პუნქტით მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) ლიდერობს.
პირველ ათეულში მეორე-მეცხრე ადგილებს ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2817), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2813), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2811), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2795), ვესლი სო (აშშ, 2794), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), ვიშვანათან ანანდი (2776), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2772) და დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2764) ინაწილებენ.
20 წლამდე გოგონათა ასეულში მე-13 ადგილზეა 18-წლამდელებში ორგზის ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი (2357) და 49-ზე - ნატო იმნაძე (2261). ვაჟებში კი არც ერთი წარმომადგენელი არ გვყავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"