ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი გაიმართება, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრებაა თანატოლთა ევროპული პირველობის წინ. ამიტომ პრაღაში ჩვენი ნაკრები ორ-ორი შემადგენლობით იჭიდავებს - გუნდის თავკაც სოსო ლიპარტელიანს საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტები მიჰყავს, თუმცა რამდენიმე მოჭიდავე საკუთარი ხარჯებითაც მიდის. ლიპარტელიანმა გამონაკლისი მხოლოდ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუშვა, სადაც ევროპის პირველობაზე წამსვლელი კანდიდატი უკვე დაასახელა - ქვეყნის ჩემპიონი მიხეილ ნარიმანიძე და ამ წონაში სხვა არც მიჰყავს. დანარჩენებში ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი, შმაგი ლაგაზაური (60),
როგორც გითხარით, პრაღის ტურნირი შესარჩევი შეჯიბრებაა და იქ გადაწყდება 17-19 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე წამსვლელთა ვინაობა. ამ უფლებას პრარაში გამარჯვებულები მოიპოვებენ, თუმცა საინტერესო იმათი მდგომარეობაა, რომლებიც საკუთარი ხარჯებით მიდიან. უფრო კონკრეტულად - ზურაბიანისა. შავდათუაშვილმა და უსტარაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავეს და ბრინჯაოებიც მოიპოვეს, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ზურაბიანი კი იმ ტურნირში ტრავმის გამო არ გამოსულა. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, თუ ზურაბიანი პრაღაში რეხვიაშვილზე უკეთესად გამოვა? მეორეს მხრივ, იოლად ჩამოსაწერი არც ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული მოზარდი, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი რეხვიაშვილი იქნება.
თუმცა არაა გამორიცხული, ზოგიერთ წონაში კონკურენცია ბოლომდე ვერც პრაღაში გაირკვეს. მაშინ ეს საკითხი შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრით გადაწყდება, რადგან ნაკრები ევროპირველობამდე სხვა შეჯიბრებებში გამოსვლას არ გეგმავს.
ევროპის ახალგაზრდული პირველობისთვის ემზადებიან გოგოებიც, ოღონდ ისინი ტურნირებში არ გამოვლენ და მთლიანად შეკრებებით ეცდებიან ფონს გასვლას. ნაკრების თავკაცმა გია თენაძემ ტურნირისთვის ხუთი მონაწილე შეიგულა - ნონა მერაბიშვილი (52), სოფიო ბერიძე (57), შორენა შარაძე (63), თეა სუხიტაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78), თუმცა არაა გამორიცხული, იქამდე ეს სიაც სეიცვალოს. უფრო სწორად, შემცირდეს ანუ ვინმე გამოაკლდეს, თორემ არასრულფასოვანი რეზერვის გამო შეცვლა არაა მოსალოდნელი. აგვისტოში ჩვემნები გორში ერთობლივ შეკრებას გაივლიან აზერბაიჯანისა და თურქეთის გუნდებან ერთად, დასკვნით შეკრებას კი თურქეთში ჩაატარებენ, სადაც მათ საპასუხო ვიზიტით იწვევენ. ბულგარეთშიც თურქეთიოდან გადავლენ ევროპის ჩემპიონატში საჭიდაოდ.
მანამდე კი ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ - მსოფლიოს პირველი ახალგაზრდული თამაშები. აქ ყოველ ქვეყანაზე მხოლოდ ორი კვოტაა გამოყოფილი და იქაც გენდერული თანაფარდობის დაცვა სავალდებულოა ანუ ერთი მონაწილე აუცილებლად გოგო უნდა იყოს. საქართველოდან ეს უფლება ბექა ტუღუშმა (66) სოფიო ბერიძემ მოიპოვეს, ოღონდ ეს ამ შეჯიბრებაში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს - ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთ მზადების მიზნით თენაძე მას წონას არ აკლებინებს.