ირაკლი ცირეკიძემ დიუსელდორფის "დიდი პრიზისთვის" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ 24-26 თებერვალს დიუსელდორფის "დიდი პრიზისთვის" შემადგენლობა დაასახელა.

ცირეკძემ გვაცნობა, რომ ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოვა:

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (90), ლაშა ტაველური (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე - +100). რაც შეეხება ვალერი ლიპარტელიანს (100), თითის ტრავმის გამო მისი მონაწილეობის საკითხი ჯერ კიდევ არაა გარკვეული.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ახლა
გერმანიაშია ხანმოკლე ერთობლივ შეკრებაზე. ისინი იქ პარიზიდან გადავიდნენ, სადაც ჯერ "დიდ მუზარადზე" იჭიდავეს, მისი დასრულებისთანვე იქვე დარჩნენ 4-დღიან სავალდებულო ერთობლივ წვრთნებზე, დიუსელდორფის შეჯიბრების შემდეგ იქაც გაივლიან ასევე 4-დღიან შეკრებას და სამშობლოში ამის შემდეგ დაბრუნდებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეტი ტურნირები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ მომზადდეს ახალგაზრდები მომავალი ილიმპიური თამაშებისათვის.იაპონია უკვე 2015-18წლებში დაბადებულებზე აკეთებს აქცენტს.ვეტერანებიც საჭიროა ,მაგრამ ახალგაზრდებს უფრო თამამად უნდა ვენდოთ.ასე ტოკიოში შანსი არ გვექნება
ნოდიკო
11:40 20-02-2017
0
ადამ ოქრუაშვილი და ამბაკო ავალიანი რომ წაიყვანეთ, ბარემ ხუბულურს, ხაბარელს, ტოტიკაშვილს, ზვიადაურს, ხახალეიშვილს და ა.შ. ეჭიდავათ. აბა ახალგაზრდა თაობას ხომ არ წაიყვანთ
ამიტომ არ შეიძლება ქართველის მთავარი მწვრთნელიობა
11:13 20-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული