ვაჟა მარგველაშვილი: ევროპის ჩემპიონატის წინ ეს ოქრო ჩემთვის დიდი სტიმულია

AutoSharing Option
დიუსელდორფში გამართულ ძიუდოისტთა გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - 2-2 ოქრო-ვერცხლი. ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (66) და ბექა ღვინიაშვილი (90) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (73) დაეუფლნენ.

- დიუსელდორფის გრან პრი. I დღე: ვაჟას ოქრო, ამირანის ვერცხლი [VIDEO]
- შვიდიდან ოთხი ფინალი - ქართველთა გამოსვლა დიუსელდორფში [VIDEO]

23 წლის ვაჟა მარგველაშვილმა თავის წარმატებაზე Sportall.ge-სთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონმა დიუსელდორფში გამოსვლამდე, წელს პარიზის გრან სლემზე მოიპოვა ბრინჯაო.

- პარიზის გრან სლემი. I დღე: პაპინაშვილისა
და მარგველაშვილის ბრინჯაოები


- ჩემი გამოსვლა დადებითად შემიძლია შევაფასო. წლის პირველ ორ ტურნირზევე მედალი მოვიპოვე და ევროპის ჩემპიონატის წინ ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. ორივე ტურნირი საკმაოდ რთული იყო.

ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადები და ვეცდები, ტიტული შევინარჩუნო.

- დიუსელდორფამდე პარიზის გრან-სლემი იყო...
- პარიზის გრან-სლემი წელს ჩემთვის პირველი შეჯიბრი იყო და თანაც, ახალი წესებით. ჩემი აზრით, ყველაფრის მიუხედავად, ამ ტურნირზე კარგად ვიასპარეზე.

სამწუხარო იაპონელთან დაშვებული შეცდომაა. მასთან უფრო ტაქტიკურად უნდა მეჭიდავა და ასეთ შემთხვევაში დიდი შანსი იყო, პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებულიც გავმხდარიყავი...

- ახალი წესები ახსენე. როგორია ის ქართველებისთვის?
- კარგი. ცუდი ისაა, რომ ორი ვაზარი იპონად არ ითვლება.

- თქვენი აზრით, ნაკრებმა სეზონის სტარტზე მაქსიმუმი აჩვენა?
- გეთანხმებით, რომ გაცილებით მეტი მედლის მოპოვება შეგვეძლო, უბრალოდ, ოლიმპიადის შემდეგ ბიჭებისთვის ეს პირველი ტურნირი იყო და რთულია 6-თვიანი შესვენების შემდეგ ჭიდაობა. მიუხედავად ამისა, დიუსელდორფის გრან პრიზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დავიკავეთ, ჩვენ შემდეგ კი რუსები და იაპონელები იყვნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტ მედალს მოვიპოვებთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზებედა რეხვიაშვილი ყველაზე უფრო ეფექტურია, რატომ არ ჭიდაობს? არ აჭიდავებთ?!
aburjga
15:59 01-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული