სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ბოლოდროინდელ რეიტინგში ერთბაშად ხუთი ჩვენებური სამბისტია პირველ პოზიციაზე, ანუ რეიტინგის ლიდერი. აქედან ოთხი - ვაჟებში, ერთი - ქალებში.
ვაჟთა შორის თავიანთ წონებს ლიდერობენ სხვადასხვა წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები: ნიკოლოზ კუცია (82), პაატა ღვინიაშვილი (90), ბექა ბერძენიშვილი (+100) და რაღა თქმა უნდა, ვახტანგ ჩიდრაშვილი, ვინც მსოფლიოს ზედიზედ ოთხგზის
თუმცა რეიტინგებში სხვაც მოგვეპოვება საამაყო და დასათვლელი, რადგან ათეულში ჩვენი სხვა ფალავნებიც შედიან, რამდენიმე მათგანი კი სულაც სამეულშია. მაგალითად, ვაჟებში 68 კილოგრამში მინდია ლილუაშვილი მე-2 ადგილზეა, 74-ში კი ლევან ნახუცრიშვილი - მე-3. ათეულში შედიან გივი ნადარეიშვილი 52 კილოგრამში - მე-9 ადგილი, 62-ში ზვიად ოდოშაშვილი - მე-8, 100-ში კი დავით ლორიაშვილი მეექვსეა.
ქალებშიც საკმაოდ დამაიმედებელი მდგომარეობაა, იმის მიუხედავად, რომ მათთან რაოდენობა ბევრად ნაკლებია.
რეიტინგში მეხუთე ადგილზე არიან შორენა შარაძე (60) და ელენე ქებაძე (+80), მეათეზე - თეა სუხიტაშვილი (68) და ირინა ლეონიძე (80), ხოლო 56 კილოგრამში სალომე აბაშიძე მე-14 ადგილზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"