ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ

AutoSharing Option
21 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა გამოსვლა, პირველი დღის მსგასად, უმედლოდ დაასრულეს.

ბრინჯაოს დაუფლების შანსი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილს ჰქონდა, თუმცა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან წამებში წააგო.

რეხვიაშვილმა ჩემპიონატზე თავდაპირველად რუმინელ ვლად ვისანს, შემდეგ უნგრელ ატილა უნგვარსა და რუს ასლან ლაპინაგოვს სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელთან შეხვედრა დამატებით დროში დათმო.

ვარშავაში ასევე წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (-73), რომელმაც მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი ავსტრიელ ლუკას რეიტერთან წააგო.

შეგახსენებთ,
რომ ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ წარუმატებლად. სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქროს მედლები, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას მოუტანეს.

- ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე

შაბათს, 22 აპრილს, ვარშავაში ტატამი ვაჟთა დარჩენილი სამი წონის - 90, 100 და +100-ის ფალავნებს, ხოლო ქალებიდან დარჩენილი ორი წონის - 78 და +78-ის წარმომადგენლებს დაეთმობათ. საქართველოს ნაკრებიდან ვაჟთა ტურნირში ოთხი, ხოლო ქალებში ერთი ძიუდოისტი იასპარეზებს.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამცუხაროდ ლიპოსაც გაუცჰირდება.გახსოვტ ალბატ ტბილისი ,,ზანკისჰიევიი რუსტა კავკასიელიი ,,
kopiliko uznadze
12:52 22-04-2017
0
დღეის მდგომარეობით უძლიერესი შეამადგენლობაა წაყვანილი, იმის გამოკლებით რო ჭრიკიშვილი 81-ში უნდა დაბრუნდეს და მაგ წონაში სხვებზე ძლიერია. პრობლემები მართლაც ბევრი და სერიოზულია ფიზკურად უსუსურად გამოვიყურებით, ტაქტიკურადაც ნაკრები გაუმართავია. შეხვედრების უმრავლესობა არასორი ტაქტიკით დაიგეგმა და მიმდინარეობდა, თუ მაგას საერთოდ ტაქტიკას ვუწოდებთ. ღვინიაშვილი და ლიპო სავარაუდოდ მედლება აიღებენ თუმცა ეგ მათი დამსახუება იქნება და არა მწვრთნელთა შტაბის. მოლედ სანამ დროა და სანამ ბოლომდე არ დავიღუპეთ ძირეული ცვლილებებია გასატარებელი. პ.ს. ისე ღირდა ამ ევროპაზე უღიმღამო ჭიდაობის სანაცვლოდ დასვენება თბილისის ტურნირზე საკუთარი მაყურებლის წინ???!!!!
dudu
12:06 22-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული