"არ სჯობს, ტედი რინერს მსოფლიოს ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ფინალში მოვუგო?!"

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. უპირველეს ყოვლისა, გილოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულს და სამომავლოდ წარმატებებს გისურვებ. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: წელს ორ ტურნირზე იასპარეზე და ორივეში ეჭვი არავის გასჩენია, რომ ჩემპიონი გახდებოდი. როგორ ფიქრობ, მზად ხარ ტედი რინერთან შესახვედრად? ჩემი, როგორც გულშემატკივრის თხოვნაა, ეკატერინბურგში იასპარეზო, რადგან იქ ტედი ჩადის და ჩემი აზრით, შეგწევს ძალა, ლეგენდა დაამარცხო და თავად გახდე ლეგენდა...
- ძიუდო ისეთი
რამაა, 100%-ით ვერასდროს იტყვი, რა და როგორ იქნება. რაც შეეხება ტედი რინერს, არ სჯობს, მსოფლიოს ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ფინალში დავამარცხო?! მგონი, უკეთესია. მანამდე რამდენიმე ტურნირია, კარგად მოვემზადები და მსოფლიოს ჩემპიონატს ფორმაში შესული შევხვდები.

მკითხველი:

- ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისას, რასაც გულწრფელად გისურვებს ყველა ქართველი, პოლიტიკაში წასვლას ხომ არ გეგმავ?
- არა, მაგის გარანტიას გაძლევთ. არ მაქვს სამაგისო არც განათლება და არც - სურვილი. მე სპორტით ვცხოვრობ და ასე იქნება სულ.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - გურამ თუშიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინც არიან პოლიტიკაში ხო სულ ოქსფორდ ჰარვარდები აქვთ დამთავრებული. კაი ბიჭი ხარ!
დიმიტრი
19 მაისი 2017 09:21
0
Mdaa-ს: გეთანხმები ასი პროცენტით!
ნა
18 მაისი 2017 11:10
0
"მართალი" ხარ - შანსი არაა აქვს შენს არაპროფესიონალურ "მოსაზრებას". რაღაც ექსპერტული ანალიზიც "მააყოლე", რაომ ფიქრობ, რომ ვინმე, თუნდაც რინერი დაუმარცხებელია. მატიაშვილი ძალიან ღირსეულად ეჭიდავა, ზურგით რომ არ მიბრუნებულიყო ტატამიდან... რინერი უკვე საკმაოდ გაოგნებული იყო და ემჩნეოდა ნერვიულობა... პ.ს. თუ შენ თუშიშვილის იმედი არ გაქვს, ძალიან ცუდად (საერთოდაც ვერ?) ერკვევი ძიუდოში. გურამს ყველაფერი აქვს, ცოტა(!) წონის მომატება შეიძლება დასჭირდეს.
Mdaa-ს
18 მაისი 2017 11:05
0
Riners eg rogor unda moerios. Shansi ar aqvs
Mdaa
18 მაისი 2017 09:32
0
რინერის დასამარცხებლად ყველა მონაცემი გაქვს; ჯერი შენს მუყაითობზე და ტრენერების ფხაზეა
მერაბი გ.
18 მაისი 2017 09:15
0
" არა, მაგის გარანტიას გაძლევთ. არ მაქვს სამაგისო არც განათლება და არც - სურვილი." უკვე მგონი ამით დაამტკიცე რომ ყველაზე განათლებული ხარ. სპორტსმენი რომ სპორტში უნდა იყოს ასანიძე დიდი მაგალითია. დაბრუნდა სპორტში და დადო წარმატება. წარმატებები გუმარ.
gia
17 მაისი 2017 20:14
0
გაიხარე გურამ გეტყობა კაი კაცი ხარ, ალალად აღიარა არც სურვილი და არც ცოდნა არ მაქვს მაგის, რომ პოლიტიკაში წავიდეო, ცოდნა არ ვიცი ძმაო, მარა ნეტავ ჩვენო პოლიტიკოსების ნახევარი შენსავით აზროვნებდეს.
sabonis
17 მაისი 2017 18:27
0
გურამ,შეისწავლე ყველა დროის ასეთი შეხვედრები და გამარჯვებები რომელიც ერთი შეხედვით სენსაციურად ჩანდა და მთავარია დარწმუნდე საკუთარ თავში,რადგან ყველაფერი და ყველა იმპულსი გონებიდან მოდის ,,,,...უბრალოდ ირწმუნე შენი თვის და შეუბერე დინჯად....................
თამაზ
17 მაისი 2017 18:19
0
გურამ მთავარია იფიქრო რომ რინერიც ადამიანია შენსავით ისე ერთმანეთს კი გავხართ .
tato
17 მაისი 2017 17:44
0
ამ ეტაპზე რინერის დამარცხება შეუძლებელი! ნუ იოცნებებთ!
დავით 67
17 მაისი 2017 17:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული