"არ სჯობს, ტედი რინერს მსოფლიოს ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ფინალში მოვუგო?!"

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. უპირველეს ყოვლისა, გილოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულს და სამომავლოდ წარმატებებს გისურვებ. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: წელს ორ ტურნირზე იასპარეზე და ორივეში ეჭვი არავის გასჩენია, რომ ჩემპიონი გახდებოდი. როგორ ფიქრობ, მზად ხარ ტედი რინერთან შესახვედრად? ჩემი, როგორც გულშემატკივრის თხოვნაა, ეკატერინბურგში იასპარეზო, რადგან იქ ტედი ჩადის და ჩემი აზრით, შეგწევს ძალა, ლეგენდა დაამარცხო და თავად გახდე ლეგენდა...
- ძიუდო ისეთი
რამაა, 100%-ით ვერასდროს იტყვი, რა და როგორ იქნება. რაც შეეხება ტედი რინერს, არ სჯობს, მსოფლიოს ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ფინალში დავამარცხო?! მგონი, უკეთესია. მანამდე რამდენიმე ტურნირია, კარგად მოვემზადები და მსოფლიოს ჩემპიონატს ფორმაში შესული შევხვდები.

მკითხველი:

- ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისას, რასაც გულწრფელად გისურვებს ყველა ქართველი, პოლიტიკაში წასვლას ხომ არ გეგმავ?
- არა, მაგის გარანტიას გაძლევთ. არ მაქვს სამაგისო არც განათლება და არც - სურვილი. მე სპორტით ვცხოვრობ და ასე იქნება სულ.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - გურამ თუშიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინც არიან პოლიტიკაში ხო სულ ოქსფორდ ჰარვარდები აქვთ დამთავრებული. კაი ბიჭი ხარ!
დიმიტრი
09:21 19-05-2017
0
Mdaa-ს: გეთანხმები ასი პროცენტით!
ნა
11:10 18-05-2017
0

სიახლეები პოპულარული