საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები აზიურ ტურნეში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები აზიაში გაემგზავრა ერთთვიან შეკრებაზე.

ჩვენები ჯერ სამხრეთ კორეაში ჩავლენ და იქ ივარჯიშებენ სეულში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც ადგილობრივთა ეროვნული გუნდის რამდენიმე წევრიც ვარჯიშობს და ჩვენებთან ერთად ისინიც იქნებიან.

ამ შეკრებას საქართველოს ნაკრების კორეელი კონსულტანტი, ოლიმპიური ჩემპიონი კი-იონ ჯეონიც დაესწრება და დიდწილად, ამით განისაზღვრება მისი სამომავლო თანამშრომლობა ჩვენს ფედერაციასთან. ამ ურთიერთობის გაგრძელებას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, მაგრამ უფრო დაკონკრეტდება და დაზუსტდება იმ სამუშაოთა ტიპი და მოცულობა, რასაც კორეელი გაუწევს საქართველოს ნაკრებს. მისი ბოლო შეპირება ასეთი იყო, რომ დააკვირდებოდა
ჩვენების გამოსვლას სხვადასხვა შეჯიბრებაზე და ამის მიხედვით შეიმუშავებდა სამოქმედო გეგმას, რომელსაც დაახვედრებს ქართველთა სამწვრთნელო შტაბს.

ჩვენი გუნდი სეულში ორი კვირით დარჩება, 12 ივნისიდან კი იაპონიაში გადაინაცვლებს და ტოკიოში, ძიუდოს მექად აღიარებულ კოდოკანში გააგრძელებს მზადებას.

ეს ძალიან ძლიერი შეკრება უნდა გამოდგეს, რადგან იაპონიამ, ფაქტობრივად, ღია კარის ორკვირეული გამოაცხადა - ვისაც ჩვენთან გინდათ ვარჯიში, ამ პერიოდში ჩამოდით, თორემ მერე არც ფედერაცია და არც კლუბები აღარ მიგიღებთო. სეზონის მთავარი შეჯიბრებების წინ იაპონელები ლამის მუდმივად აკეთებენ ამას - გარკვეულ პერიოდს გამოუყოფენ სხვებს და აძლევენ მათთან ვარჯიშის საშუალებას, მერე კი მჭიდროდ ჩარაზავენ საკუთარი სამზარეულოს კარს და თავის სახლში, სხვებისგან მალულად ემზადებიან მთავარი შეჯიბრებისთვის, სხვებს არ ახედებენ შიდა სამზარეულოში.

თუმცა იმ ერთ შანსს მსოფლიოს თითქმის ყველა ნაკრები იყენებს და ერთობლივი ვარჯიშებისთვის გამოყოფილ დღეებში გუნდების უმეტესობა ჩადის კოდოკანში. სავარაუდოდ, წლეულსაც ასე იქნება.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ აზიაში გუნდის ყველა ლიდერი წაიყვანა - პირველ-მეორე ნომრები, თუმცა, არის წონა, სადაც მხოლოდ ერთი კაცია - 73 კილოგრამი, სამაგიეროდ, 90-სა და მძიმე წონებში სამ-სამი კაცი იახლა. 90-ში მისი მეთვალყურეობით ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი და ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ივარჯიშებენ, მძიმეში კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ევროპის ჩემპიონი, წლევანდელი ფინალისტი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ლევან მატიაშვილი იქნებიან.

შეკრებაზე იმყოფება ვალერი ლიპარტელიანიც (100), ვისაც ჯერ კიდევ თებერვალში ნატკენი თითი ბოლო პერიოდამდე აწუხებდა. საერთოდ, მისი და ჭრიკიშვილის ტრავმები ამ სეზონში ჯანმრთელობის მხრივ ნაკრების მთავარი პრობლემა იყო, მაგრამ უკვე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და ისინიც თანდათან შედიან ფორმაში, ზრდიან დატვირთვებს.

ჩვენი ნაკრები აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბუდაპეშტში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდი აზიიდან ზუსტად ერთ თვეში დაბრუნდება და მალევე მორიგ ერთობლივ შეკრებაზე გაემგზავრება, ოღონდ უკვე ევროპაში - 1-6 ივლისს ესპანურ კასტელდეფელსში ძიუდოს ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კემპი იმართება და იქაც ივარჯიშებენ, რადგან ამ ტიპის წვრთნებზეც გვარიანი კონტინგენტი იკრიბება ხოლმე და კარგი სპარინგები გამოსდით.

აზიაში გამგზავრებული გუნდის სრულ შემადგენლობას ქვემოთ გაეცნობით, თუმცა მანამ ერთსაც დავამატებთ: კორეულ შეკრებაზე ამ სპორტსმენებს საკუთარი ხარჯით ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (73) უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილი (66) დაემატა, იაპონიაში კი ასევე საკუთარი ხარჯით სავარჯიშოდ კიდევ სამი სპორტსმენი მიდის: ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი (ორივე - 81) და ლაშა ტაველური (100).

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემი აზრით იაპონიის ეს ერთობლივი ვარჯიშები ემსახურება მათი მხრიდან კონკურენტების შესწავლას მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ჩვენს ნაკრებს არაფერს მისცემს ეს შეკრება კარგს ამ ეტაპზე, რასაც მსოფლიო ჩემპიონატი დაგვანახებს.ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და მსოფლიოზე ორი ოქრო მოვიგოთ.
ჯ ი ჯი
01 ივნისი 2017 16:27
0
გეთანხმებით ბიჭებო. ჩხვიმიანზეც და იაპონელებზეც. აიოზბეთელაშვილზე რა გითხრათ. განსაკუიტრებით ეს ფრაზე მომეწონა: "კიდევ არაერთხე; გვასახელებს". როდის გვასახელა კიდევ არაერთხელ რო გვასახელოს :) თან პატარა აღარაა. მაგის ასაკში ხალხი 2-ჯერ ასწრებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობას. 100-ში ოზბეთელას ტაველურიც ჯობს, ლიპოზე არ მაქ ლაპარაკი და კიდევ შეიძლება ერთი ორი კაცის არჩევა. მშრომელია ოზბეთელა და ეს კარგია მაგრამ ჭიდაობის რა გითხრა.
xvistani
31 მაისი 2017 12:51
0
ჩაიყვანენ ეს იაპონელები ყველას, გაშიფრავენ, დააკვირდებიან. მერე ჩაიკეტებიან, ყველა ლიდერს რაღაცა სუსტ წერტილს მოუძებნიან და დახვეტავნე მედლებს მსოფლიო ჩემპიონატზე.
gulSematkivari
31 მაისი 2017 11:44
0
ოზბეთელაშვილი რატომ არ წაიყვანეს?
მეტი შანსი მიეცით მაგ ბიჭს და დარწმუნებული ვარ არაერთხელ გვასახელებს
ჯოჯო
30 მაისი 2017 22:23
0
ავთო 81-ში დაბრუნდეს კი ჯობია, თუ არის ამის შანსი. ჩხვიმიანი კი თავისი საქციელით არ მომწონს.
kkk
30 მაისი 2017 17:29
0
ჩემი ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივრის თხოვნაა ნუ ხარჯავთ თანხებს ჩხვიმიანის მომზადებაში, მაგ ბიჭის გაკეთებული არაფერი მინახია უხეშობის გარდა. იქნებ სხვა შეარჩიოთ
levo
30 მაისი 2017 15:50
0
არ ვიცი რამდენატ სჰეესაბამება ავტო ცჰრიკისჰვილი 90 კქ მგონი ცოდოა ბექა.ტანაც მაგრად გვიცჰირს 81 გკ სჰი ...ეს ცჰემი აზრიაა ...სჰეიდზლება ვცდებიიი
akakaki
30 მაისი 2017 15:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული