ვაჟებში მონაწილე არ გვეყოლება 60 კილოგრამში, ვინაიდან ამ წონის ყველაზე ტიტულოვანი ფალავანი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი ლიდერთა იმ ჯგუფშია, ვისაც მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე ასვენებს, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი ამჯერად ზედა წონაში ცდის ძალებს.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი
როგორც ვთქვით, მწვრთნელები ლიდერთა ნაწილს ასვენებენ, თუმცა მინსკში ყველა მათგანი იქნება, რადგან შეჯიბრების შემდეგ ერთობლივი შეკრება იმართება და მასში მიიღებენ მონაწილეობას.
ჩვენებისთვის ესაა სასტარტო შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლო კვირაში ბუდაპეშტში გაიმართება. თუმცა ვაჟების და ცირეკიძისთვის შესარჩევიცაა, რადგან სწორედ ამ შეჯიბრების შედეგებით უნდა შეარჩიონ მსოფლიოზე წასაყვანი ბოლო მონაწილე, მწვრთნელმა კი არჩევანი სამ სპორტსმენს შორის უნდა გააკეთოს. ესენია ლაშა გიუნაშვილი (66), უშანგი მარგიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 90).
ხვალ, 22 ივლისს ვაჟებიდან იჭიდავებენ 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები, ქალებიდან - 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები. 81, 90, 100 და მძიმე წონის ვაჟები, აგრეთვე - 70, 78 და მძიმე წონის ქალები მინსკის ტატამზე კვირას გავლენ.
ვაჟები
66 კგ. ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, ბექა შავდათუაშვილი
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი
ქალები
57 კგ. მარიამ ჯანაშვილი
70 კგ. ნინო ოძელაშვილი
+78 კგ. ელენე ქებაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"