ავსტრიელმა ძიუდოისტმა ქალმა თავი მოიკლა

AutoSharing Option
ავსტრიელმა ძოუდოისტმა ქალმა, 2004 წლის ათენის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა კლაუდია ჰეილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 29 წლის სპორტსმენი საკუთარი სახლიდან, ვენის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოხტა.

რამ გადაადგმევინა ეს საბედიწერო ნაბიჯი ჰეილს, უცნობია. თვითმკვლელობის წინ მას წერილი არ დაუტოვია.

ჰეილი დიდი სპორტიდან 2009 წელს წავიდა და აქამდე ახალგაზრდა ძიუდოისტების მომზადებით იყო დაკავებული. ავსტრიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის ჰანს პოლ კუჩერის თქმით, ჰეილის თვითმკვლელობა ყველასთვის მოულოდნელი და შემაძრწუნებელია.

მომზადებულია orf.at-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული