აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ქართლელები განსაკუთრებით კარგად ასპარეზობენ და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონებიც ხდებიან. შესაბამისად, ფედერაციის მიერ გამოყოფილი კვოტით შიდა ქართლს წლეულსაც თითოეულ წონაში ოთხი ფალავანის გამოყვანის უფლება აქვს. რეგიონალურ შეჯიბრებაზე, როგორც ადრე, ახლაც ფინალური პაექრობები აღარ გამართულა - თითოეულ წონაში ნახევარფინალში გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდა საუკეთესო ოთხეული. სულ საუკეთესოდ
„მინდა გამოვარჩიო ჭიდაობის სეპციალიზებული სპორტული სკოლის მორიგი წარმატება. ამ სკოლის აღზრდილები მუდამ მეწინავეობენ რეგიონის ძიუდოს წარმატებებში. ახლაც, შიდა ქართლის ნაკრებში 25-დან 22 სწორედ ამ სკოლიდანაა. ცხადია, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სკოლა ანზორ თენაძის ხელმძრვანელობით სწორი მიმართულებით ვითარდება" - გვითხრა შეჯიბრების შემდეგ ძიუდოს ღვაწლმოსილმა სპეციალისტმა გურამ პაპიტაშვილმა.
გაგაცნობთ საუკეთესოებს:
55 კგ: ვასილ ზაალიშვილი, მინდია ღოლიჯაშვილი, ვახტანგ აზალაძე (სამივე - გორი) და ალეკო მედოშვილი (ქარელი);
60 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ნიკა მშვიდობაძე, გიგა ხორბალაძე (სამივე - გორი) და ლაშა გიუნაშვილი (ქარელი);
66 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ოთარ არჩუაძე, ირაკლი ლომიძე და დავით თარაშვილი (ყველა - გორი);
73 კგ: ნიკა გოგინაშვილი, ლევან დავითიშვილი, აკაკი ზაალიშვილი და დავით მღებრიშვილი (ყველა - გორი);
81 კგ: გიორი ხაჩიური, ილია ოქროპირიძე, გიორგი შატაკიშვილი (სამივე - გორი) და ამირან იანვარაშვილი (კასპი);
90 კგ: უშანგი გასიტაშვილი, ლევან სირბილაძე (ორივე - გორი), გელა მაღრაძე (ქარელი) და დავით ბურდული (კასპი);
100 კგ: ამირან მაჭავარიანი, გიგა თაყაძე, სერგო ბალიაშვილი (სამივე - გორი) და აბესალომ ასანიძე (ქარელი);
მძიმე: უტა კოკაური, გიორგი ხორბალაძე, გიგა გელაშვილი (სამივე - გორი) და გიორგი დეისაძე (კასპი).
საგულისხმოა, რომ ასაკის გამო საქართველოს შარშანდელ ჩემპიონ - პრიზიორთაგან შიდა ქართლის ახლანდელ ნაკრებში მხოლოდ სამი მოჭიდავე შემორჩა. ერთ-ერთია მძიმე წონაში ბოლო ორი წლის უცვლელი გამარჯვებული უტა კოკაური, რომელმაც ორივე ჩემპიონობისას ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო! რეგიონის ძიუდოს მესვეურები მედლებს ისევ ელიან ქვეყნის შარშანდელი პრიზიორებისგან ლაშა გიუნაშვილსგან და ლაშა შავდათუაშვილისგან და არა მხოლოდ მათგან. ასე რომ, შიდა ქართლი ისევ იბრძოლებს გუნდური გამარჯვებისთვის..
ვასილ ბალახაძე
გორიდან