ახალგაზრდა ძიუდოისტების 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 6 ბრინჯაო

AutoSharing Option
9-10 აპრილს, საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში გამართულ ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაშიც გაჩემპიონდა.

გია გუგავას გაწვრთნილი გუნდიდან ჩემპიონის ტიტული გიორგი მესაბლიშვილმა (55 კგ), შალვა ნინიძემ (81 კგ), გიორგი მერმანიშვილმა (90 კგ) და ლევან მათიაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.

ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ლერი ჭელიძე (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ოთარ არჩვაძე (66 კგ), გიორგი ცნობილაძე, ელგუჯა ბიბილაშვილი (ორივე 100 კგ) და უშანგი კოკაური (+100 კგ) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე
ავიდნენ.

ევროპის თასის დასრულების შემდეგ საბერძნეთში ერთობლივი შეკრება დაიწყო და მასში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც ჩაერთო.


msy.gov.ge






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული