ბეთქილ შუკვანი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს შესწვდა

AutoSharing Option
თურქეთში დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბეთქილ შუკვანი, რომელიც ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარიასთან დამარცხდა.

შუკვანმა სტამბოლში გამართულ შეჯიბრში ოთხი შეხვედრა მოიგო. მისი მეტოქეები ფინელი ვალტერი იოკინენი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი, აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და რუსი არსენ გალსტიანი იყვნენ.

გამარჯვებულმა გიორგი ზანთარიამ მანამდე ამ წონაში მეორე ჩვენი წარმომადგენელი - ამირან პაპინაშვილიც დაამარცხა, რომელმაც მანამდე თურქ იზკანოღლუ ისკენდერსა და ფრანგ სოფიან მილუს სძლია. პაპინაშვილმა რეპეშაჟში ესტონელ ელნურ ალიევს კი აჯობა, თუმცა ბრინჯაოსთვის რუსეთის სახელით
მოასპარეზე სომეხ ფალავანთან არსენ გალსტიანთან დამარცხდა.


მომზადებულია eju.net-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული