არადა, ვაჟთა შეჯიბრება კარგად დავიწყეთ - ამბაკო ავალიანმა (73) ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი სომეხი არტიომ ბაგდასარიანი იოლად დაამარცხა, ამავე წონაში თენგიზ პაპოშვილმა ფრანგი მსოფლიოს პირიზიორი უგიო ლეგრანდი დაამარცხა, მერე კი ჩინებულად დააიპონა აზერბაიჯანელი რამილ გასიმოვი. დავით კარბელაშვილმა (81) ასევე სუფთად მოუგო მასპინძელ ჰალილ იბრაჰიმ ოზერლერს, ევროპის პრიზიორმა ლევან წიკლაურმა (81) დამაჯერებლად მოუგო უკრაინელ არტიომ ვასილენკოს,
პაპოშვილმა ჩეხ იერომირ იეზეკთან წააგო, ავალიანმა - მომავალ ნახევარფინალისტთან, ევროპის ორგზის ჩემპიონ ფრანგ ბენჟამინ დარბელესთან, კარბელაშვილი ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩთან დამარცხდა, წიკლაური - რუსთა ევროპის მოქმედ ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვთან.
პირველივე წრეში წააგო ქალთა ტურნირში ნინო ოძელაშვილმა (70) - ფრანგ მარი პასქოსთან.
.