ბაქოს გუნდი გაირკვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ხელმძღვანელობამ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 6-8 მაისს ბაქოში, ”დიდი პრიზის”ტურნირზე იჭიდავებს.

მწვრთნელებმა არჩევანი ძირითად იმათზე შეაჩერეს, რომლებმაც ახლახან სტამბოლში ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავეს: ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (ორივე - 100), მერაბ მეტრეველი (+100).

შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება ტუნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქ შექმნილი პოლიტიკური არეულობის გამო საერთაშორისო ფედერაციამ ბაქოში გადმოიტანა. ეს ბევრად უფრო მისაღებია,
ვიდრე ეგვიპტური ტურნირის ბედი, რომელიც ასევე პოლიტიკური ვითარების გამო საერთოდ გააუქმეს. ბაქოს ”დიდი პრიზი”სალიცენზიო ქულებსაც იძლევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული