ამირან პაპინაშვილი ბაქოს ჩემპიონია

AutoSharing Option
ამირან პაპინაშვილმა (60) ბაქოს "დიდი პრიზის" ტურნირი მოიგო. ფინალში ჩვენებურმა მონღოლი ბოლბაატარ ჩიმედ-იონდოლი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა არანაკლებ რთული ორთაბრძოლა მესამე წრეში გადახადა მასპინძელ ილგარ მუშკიევთან.

მუშკიევი თბილისის მსოფლიოს თასის წლევანდელი გამარჯვებულია, სახლში კი მსაჯებით შეგულიანებული კიდევ უფრო საშიში მეტოქე ჩანდა. საბედნიეროდ, პაპინაშვილი მოწოდები სიმაღლეზე აღმოჩნდა და ვაზარ-იუკო აართვა.

ჩვენებურმა სხვა შეხვედრებიც ძლიერად ჩაატარა - ყაზახი აშხატ ტელმანოვი ვაზარის შემდეგ დააიპონა, ნახევარფინალში კი ფინელ ვალტერ იოკინენს ორი ვაზარით მოუგო წმინდად.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პაპინაშვილი წონაში ანგარიშგასაწევ მოჭიდავედ ჩამოყალიბდა.
მას რატომღაც გაუჭირდა დამკვიდრება წონაში, თუმცა ეტყობა, ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახა და საბოლოდ ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობებისა. ვფიქრობთ, მისგან უკვე თამამად შეიძლება ველოდოთ წარმატებას. ბაქოს ტურნირი მის კარიერაში მოგებული მერე "დიდი პრიზია" - შემოდგომაზე როტერდამშიც გაიმარჯვა. ევროპის ჩემპიონატზე არცთუ წარუმატებლად გამოვიდა - ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. ბაქოში მოპვებული წარმატებით მან სალიცენზიო რეიტინგში 120 ქულს შეიმატა და სალიცენზიო რეიტინგში მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს.

დღეს ბაქოში კიდევ ერთმა ქართველმა იჭიდავა - შალვა ქარდავამ (66), მაგრამ ის პირველივე შეხვედრაში მონღოლ კიშიგბაიარ ბუუვაიბაატართან დამარცხდა და გავარდა. ხვალ ჩვენებურთაგან ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81) იჭიდავებენ, ვალერი ლიპარტელიანი (90), ალექსანდრე მსხალაძე, კონსტატინე მუკვანი (100) და ნოდარ მეტრეველი (+100) კი ზეგ იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოველთვის მეიმედებოდა ეს ბიჭი
kopala
08:46 07-05-2011
0

სიახლეები პოპულარული