ვინ ივარგებს პრაღაში?

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას ჩვენი ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში გაფრინდა, სადაც ამ უქმეებზე თანატოლთა ევროპის თასზე ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი, შმაგი ლაგაზაური, ლაშა შავდათუაშვილი (60), ლაშა ლომიძე, ფრიდონ გიგანი (66), ზებედა რეხვიაშვილი, ბეთქილ აფრასიძე, ლაშა ზურაბიანი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი მერმანიშვილი, გიორგი უსტარაშვილი (81), არჩილ შინჯიკაშვილი, გიორგი ნოზაძე (90), მიხეილ ნარიმანიძე (100), უშანგი კოკაური, სლავა რეზესიძე (+100).

ესაა ბოლო შესარჩევი ტურნირი 17-19 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. ამიტომ ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ყველა
ძირითადი კანდიდატი წაიყვანა - საქართველოს ახალგაზრდული პირველობის ფინალისტები. ამით მწვრთნელი ფინალში წაგებულებს შანსს აძლევს, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გამოსცდის გამარჯვებულებს, ამჯერად - უცხოეთში. რაც შეეხება იმ წონებს, სადაც სამ-სამი კაცია წარმოდგენილი, შავდათუაშვილი, ზურაბიანი და უსტარაშვილი საკუთარი ხარჯებით მიდიან. ცხადია, ნაკრებში მოხვედრის შანსი მათაც აქვთ - ლიპარტელიანი ევროპაზე წაიყვანს იმათ, ვინც პრაღაში უკეთ იჭიდავებს. რაც შეეხება 100 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ ლიდერი გარკვეულია - ნარიმანიძე და ამიტომ არც ჩეხეთში მიჰყავთ სხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" 

 

 



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული