ტურნირი ასე ორ ასაკობრივ ჯგუფად გაყოფილი პირველად მოეწყო, თუმცა სათავე შარშან დაედო, როცა მწვრთნელ-შეგირდმა საკუთარი ღვაწლის უკვდავყოფა თავად გადაწყვიტეს. ვგონებთ, ამისთვის მათ ამბიციურობას არავინ დასწამებს, რადგან განზრახვის ასასრულებლად
წლეულს ახმეტაში უცხოეთიდან მხოლოდ აზერბაიჯანისა და ლიტვის გუნდები ჩამოვიდნენ. არადა, ბევრად მეტს ელოდნენ. მიზეზთა გამო, ამჯერად სტუმრობა ვერც უკრაინელებმა მოახერხეს, თუმცა იქიდანაც ძირითადად ქართველებს ელოდნენ. უკვე წლებია, უკრაინაში წარმოშობით ახმეტელი მწვრთნელი, აბრამიშვილის მოსწავლე გიორგი მესაბლიშვილი მუშაობს, ხოლო იქაურ კლუბებში ჩვენებურები უკვე შესამჩნევად მომრავლდნენ. მოელოდნენ, რომ ისინი საკუთარი ხარჯებით მაინც ესტუმრებოდნენ სამშობლოს, მაგრამ ასე არ მოხდა და ტურნირსაც ძირითადად მასპინძლები შემორჩნენ ქვეყნის 15-ზე მეტი რაიონიდან. პირველი დღისგან განსხვავებით, როცა სტუმრებმა (ძირითადად - აზერბაიჯანელებმა) ბლომად მედლები მოიხვეჭეს, გუშინ ძირითადად მასპინძლები დომინირებდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ ორდღიანმა შეჯიბრებამ საკმაოდ მაღალ დონეზე, უზადო ორგანიზებით ჩაიარა. კარგი იქნება, ახმეტელებს სხვა რაიონებშიც თუ მიბაძავენ და საკუთარ ლეგენდებს დააფასებენ - სახელოვანი ფალავანი აღმოსავლეთ საქართველოში ხომ ლამის ყველას მოეპოვება. ასეთი ტურნირები ძალიან კარგი შენაძენია ადგილობრივი მოზარდებისთვის, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო ისე თავისუფლად ვერ დადიან საზღვარგარეთ, როგორც - მათი უცხოელი თანატოლები, ასეთი შეჯიბრებები კი ევროპელ მეტოქეებთან გაჯიბრების საშუალებას მისცემთ. ეს განსაკუთრებით რეგიონებში მოვარჯიშე მოზარდებს ეხებათ, თორემ თბილისელებს შედარებით უკეთ აქვთ საქმე. თან საერთაშორისო რანგის შეჯიბრება ქვეყნის პრესტიჟია, საქართველო კი ამ მხრივ, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს.
კვარცხლბეკი.
23-წლიანები.
73 კგ. 1. არსენ მაჭარაშვილი, 2. ბაჩანა ტიტვინიძე (ორივე - თბილისი), 3. ელვინ ახმედლი (აზერბაიჯანი), გურამ ხოხობაშვილი (ახმეტა).
81 კგ. 1. ვახტანგ სარაჯიშვილი (ახმეტა), 2. ვალერი ოგბაიძე (დუშეთი), 3. თემურ ხაჩიძე (თბილისი), ლაშა ყიზილაშვილი (ახმეტა).
90 კგ. 1. ბეთქილ ნავერიანი, 2. ზაზა დავაძე (ორივე - მარნეული), 3. იასონ ნემსაძე (ქუთაისი), ზვიად ჯაშიაშვილი (ახმეტა).
+90 კგ. 1. ონისე ბუღაძე (თბილისი), 2. კონსტანტინე მუკვანი (მარნეული), 3. ზვიად მაილაშვილი (ახმეტა), ჯაბა ნადაშვილი (გურჯაანი).
16-წლამდელები.
38 კგ. 1. ვაჟა ბუბუნაური (დედოფლისწყარო), 2. ილია შიოშვილი, 3. გუგა ტუგულაშვილი (ორივე - ახმეტა), ლაშა ბექაური (დედოფლისწყარო).
42 კგ. 1. ნიკო ჭიკაიძე (ახმეტა), 2. შოთა ბესიაშვილი (თბილისი), 3. გიორგი სუხოშვილი (ახმეტა), მიხეილ ბახბახაშვილი (თელავი).
46 კგ. 1. ნიკო ლაბაძე (ლაგოდეხი), 2. ფირუზ ქეთიაშვილი (ახმეტა), 3. ვანო პაკონაშვილი (თელავი), გიორგი სულაბერიძე (ლაგოდეხი).
50 კგ. 1. ზურაბ ონიანი (თბილისი), 2. ალუდა ჩიკორიშვილი (გურჯაანი), 3. თორნიკე ჯინჭარაძე (ქობულეთი), მიხეილ დოფიძე (ბოლნისი).