ძიუდოისტებს გეგმები შეეცვალათ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები 19 ივნისს იაპონიაში ერთობლივ ვარჯიშებზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ გეგმები შეიცვალა და ჩვენები სტიქიური კატასტროფებით გატანჯულ "ამომავალი მზის ქვეყანას" ივნისის ბოლო დღეს ეწვევიან.

გეგმების შეცვლის მიზეზი იაპონური მხარის თხოვნა გახდა - ზუსტად იმ დღეებში, როცა ჩვენებს იქ ვარჯიში უნდა დაეწყოთ, იაპონელებს ქვეყნის უნივერსიადა ჰქონიათ და მისთვის მშვიდად მომზადების სურვილი გამოუთქვამთ.

უნივერსიადა 30 ივნისს მთავრდება, ჩვენებიც ამ დღეს ჩავლენ და 1 ივლისიდან შეკრებასაც დაიწყებენ. ვარჟიშები ძიუდოს ორ იქაურ აკადემიაში ჩატარდება, ბოლო ვადა კი კვლავაც 23 ივლისია, რადგან მერე
აკადემიაში საზაფხულო არდადეგები იწყება.

ჩვენი ნაკრების ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი იაპონიაში 16 კაცის წაყვანას გეგმავს. ეს შეკრება მწვრთნელმა მსოფლიოს პირველობისთვის უკეთ მოსამზადებლად ტალინის და სან პაულუს მსოფლიოს თასებს და რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადს~ ამჯობინა. არადა, სამივე სალიცენზიო ტურნირია. გუნდი ამჟამად თბილისშია შეკრებაზე, თუმცა შესაძლოა, ორშაბათიდან დუშეთში წაიყვანონ ოლიმპიურ ბაზაზე, სადაც იაპონიაში წასვლამდე დარჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული