"ოლიმპიადაზე კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ბოლომდე და ვნებიანად ვიბრძოლებ " - IJF შავდათუაშვილზე

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადა სტარტს 23 ივლისს აიღებს. ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციამ (IJF) ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილთან კიდევ ერთი საინტერესო ინტერვიუ შემოგვთავაზა:

"მას შემდეგ, რაც ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბუდაპეშტში მოიპოვა, მასთან საუბრის საშუალება რამდენჯერმე უკვე გვქონდა. უნდა ითქვას, რომ მას ყველა მნიშვნელოვანი საპრიზო ტიტული აქვს: ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობა, ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი. მიუხედავად ამისა, მას მეტი სურს და არ დაიღალა უმაღლეს დონეზე ასპარეზობით. კიდევ რამდენიმე კითხვა დავსვით, რადგან ამ ზაფხულს ტოკიოში მედლის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება" - წერენ  ისინი ინტერვიუს შესავალ
ნაწილში.

IJF: როდის დაიწყეთ ძიუდო და რატომ?
ლაშა შავდათუაშვილი: 11 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა ძიუდოზე წამიყვანეს. იმ დროს დიდი ენერგია მქონდა, როგორც ეს ჩვენს სოფელში ყველა პატარა ბიჭს. მაშინვე მომეწონა ძიუდო. ის ძალიან ჰგავს ჩვენს ტრადიციულ ქართულ ჭიდაობას.

მახსოვს, რომ ჩვენს სოფელში მცირეწლოვან ბავშვებს შორის გვქონდა შეჯიბრებები, მხოლოდ გასართობად და მე საკმაოდ ძლიერი ვიყავი იმ ჭიდაობებში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა ძიუდოზე მივეყვანე. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს: განსაკუთრებული იყო!

IJF: ვინ იყო თქვენი მისაბაძი სპორტსმენი?

ლაშა: როდესაც ძიუდო დავიწყე, ყველა წარმატებული ქართველი სპორტსმენი ჩემთვის მისაბაძი იყო და ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც ყველაზე მაღალ შედეგებსა და ტიტულებს თავად მოვიპოვებდი.

IJF: თქვენ შეხვდით ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს კონტინენტური კვოტით და მოიგეთ. ოლიმპიადაზე შეიძლება ეს მართლა მოხდეს?
- ლონდონის ოლიმპიური კვალიფიკაცია ჩელიაბინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვე. ეს იყო უდიდესი მოტივაცია და დიდი შანსი ჩემს ცხოვრებაში, ასეთ პატარა ასაკში ჩემპიონი გავმხდარიყავი. ყოველთვის მჯეროდა, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტში, რომ მთელი ენერგია, ყველა ძალისხმევა და ყველა შესაძლებლობა გქონდა შენი მიზნის მისაღწევად. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოიჩინო მოგების სურვილი და შრომისმოყვარე, 100 პროცენტით საკუთარ თავზე დამოკიდებული იყო.

IJF: ლონდონის შემდეგ თქვენ შეცვალეთ კატეგორია და ახლახან მოიგეთ მსოფლიო ტიტული ამ ახალ წონით კატეგორიებში. ვიცით, რომ ძალიან რთული დრო გქონდათ  რამდენიმე ტრავმის გამო, რა იყო თქვენი მოტივაცია?
ლაშა: დიახ, წონის კატეგორიის შეცვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო.  ყველაფერი თავიდან დავიწყე, ჩემ წინ ახალი ცარიელი ფურცელი გადაიშალა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ვარ და ძიუდოში ყველა მთავარი ტიტული მოპოვებული მაქვს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა და მძიმე ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია.  ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ოცნებების განხორციელებას. გადავლახე ყველა სირთულე და მძიმე პერიოდი. ეს ყოველთვის არის დიდი სიამოვნება და ფანტასტიკური განცდა, როდესაც შეგიძლია მაქსიმუმი აჩვენო და პოდიუმზე  ჩემპიონად დადგე.

IJF: მუშაობა - გამძლეობა; ეს არის შენი ყოველდღიური დევიზი და ფოკუსირება?

ლაშა: მე უბრალოდ მიყვარს ძიუდო. მან მომცა ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მაქვს. ძიუდო ჩემთვის ყველაფერია; ეს არის საუკეთესო მეგობარი, რომელმაც ძალიან ბევრი ბედნიერება და დასამახსოვრებელი მომენტი მაჩუქა. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ძიუდოს ვალდებული ვარ, ამიტომ ბოლომდე ბევრს ვმუშაობ და ამას სიყვარულით და პატივისცემით ვაკეთებ.

IJF: ძიუდოს გარდა, რისი გაკეთება გიყვარს
?
ლაშა: მე მიყვარს თავისუფალი დრო ჩემს ოჯახთან ერთად, შვილებთან და მეგობრებთან ერთად. ვთქვათ, რომ მომწონს აქტიური ცხოვრების წესი.

IJF: ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მამა ხართ. რამდენად მნიშვნელოვანია ძიუდოს ღირებულებების შვილებისთვის გადაცემა?
ლაშა: ძიუდოს ღირებულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასწავლო და გავუზიარო ეს ღირებულებები და ტრადიციები ჩემს შვილებს. რა თქმა უნდა, ეს მათი პირადი არჩევანი იქნება, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილები ამ ფანტასტიკურ სპორტს აირჩევენ.

IJF: გაქვთ რაიმე რჩევა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ?
ლაშა: პირველ რიგში, მათ უნდა უყვარდეთ ძიუდო და ყოველთვის უნდა მუშაობდნენ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, იმუშაონ ბოლომდე. მათ მთელი ცხოვრება ძიუდოს უნდა მიუძღვნან. ყოველთვის ენდობოდნენ საკუთარ თავს და დაისახონ მიზნები. ამის  შემდეგ შეუძლებელი არაფერია.

IJF: ახლა ტოკიოს ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, თქვენ იცით, რომ შეიძლება იყოთ ოლიმპიური ჩემპიონი ან მედალოსანი, როგორც ეს იყო რიოში ხუთი წლის წინ. გჯერათ, რომ ისევ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

ლაშა: ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კიდევ ერთი შანსი მაქვს, ოლიმპიადაში მონაწილეობა მივიღო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენო. ოლიმპიადაზე კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ბოლომდე და ვნებიანად ვიბრძოლებ!


altშავდათუაშვილისა და სულამანიძის სერიოზული პროგრესი - განახლებული რეიტინგი

altლაშა შავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა











 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული