ძიუდოისტები იაპონიაში გაფრინდნენ

AutoSharing Option
30 ივნისს დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში გაფრინდა, სადაც 23 ივლისამდე ერთობლივ შეკრებას გაივლის.

ნაკრები იქ 18 ივნისს უნდა წასულიყო, მაგრამ მას შემდეგ ერთობლივი ვარჯიშების გამართვის თარიღის გარდა კიდევ ბევრი რამე შეიცვალა. უპირველესად, იქ წასაყვანი გუნდის შემადგენლობა - ადრე გამოცხადებული 16 სპორტსმენის ნაცვლად, ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა 10 ძიუდოისტი იახლა: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, დავით ასუმბანი (66), თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი (+100).

ზაიზენბახერის
მთავარი სიურპრიზი შემადგენლობაში გუჯეჯიანის დაბრუნებაა, რომელსაც ძალიან ბევრი გაუცდა. ბოლო ორი თვეა, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ინტენსიურად ვარჯიშობს და 15 კილოგრამიც დაიკლო. ბარემ აქვე გეტყვით, რომ მწვრთნელმა ადრე გამოცხადებული შემადგენლობიდან ამბაკო ავალიანი (73), ლევან წიკლაური, გიორგი ბაინდურაშვილი (81), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) ამოაგდო.

შეიცვალა ერთობლივი შეკრებების ჩატარების ადგილი - ძირიტადი ნაწილი კვლავაც ტოკაის უნივერსიტეტში გაიმართება, მაგრამ კოქშიგანის უნივერსიტეტში აღარ ივარჯიშებენ. მის ნაცვლად 10 დღით ტოკიოში, ოლიმპიური მზადების ცენტრში მოემზადებიან, სადაც იაპონიის ეროვნული ნაკრებიც იქნება.

თბილისში დარჩენილთათვის ზაიზენბახერმა საგანგებო პროგრამა დატოვა. არსებითად, ის იმავე მოტხოვნებს ითვალისწინებს, როგორც თავად ავარჯიშებდა - დილით სირბილი, პერიოდულად შტანგებიც, საღამოს - ლეიბზე ვარჯიში, რასაც მეთვალყურეობას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე გაუწევს, უშუალოდ სავარჯიშო პ;როცესს კი ივერი ჯიქურაული მიხედავს, რომელსაც გიორგი მგელაძე დაეხმარება.
ნაკრები იაპონიაში 23 ივლისამდე დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული