მესამე საშეჯიბრო დღე მედლის გარეშე - ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი წარსდგნენ.

- 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და შიდოების ხარჯზე ჯერ შვეიცარიელი ნილს სტამპი, მერვედფინალში კი ჯოვანი ესპოსიტოს სძლია, მეოთხედფინალში სოიჩი ჰაჩიმოტოსთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიელ დანიელ კარნინისთან ვაზარით დამარცხდა.

- 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მეორე წრეში სერბი მარიცა პესენიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს ხელის მტკივნეულით სძლია, თუმცა მეოთხედფინალურ ეტაპზე
იაპონელ ჰარუკა ფუნაბუკოსთან ნევაზათი დამარცხდა, რეპეშაჟში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯესიკა კლიმკაიტთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, ხვალ 9 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

altშავდათუაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა - ის რეპეშაჟში იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
beqauris garda iaponelebs veravin ver ugebs samcuxarod
chiva
08 ოქტომბერი 2022 17:59
1
აშკარაა ახალბედები ჩრდილში არიან
უსინდისიბაა ეს ბატონებო!
თენგო
08 ოქტომბერი 2022 17:40
2
ერთადერთი ქართველი ყოჩაღობს საჭიდაო სახეობებში,დათუნაშვილი და ისიც სერბეთის სახელით.
ჯუჯი
09 ოქტომბერი 2022 00:42
4
დაველოდოთ მეგობრებო, სხვა რა დაგვრჩენია... იქნებ, სხვებმა მაინც მოგვწმინდონ ნამუსი... გასკდა გული... სა-ქარ-თვე-ლო.......
გიორგი 50
08 ოქტომბერი 2022 19:55
1
შეკითხვა მაქვს შავდათუაშვილთან.რა ნამუსით და რისი იმედით მიდის მსოფლიოზე როდესაც იცის რომ ფორმაში არ არის.
jiji
09 ოქტომბერი 2022 00:22
1
შავდათუაშვილი ჩხვიმიანი და ლიპო მართლაც ტურისტებად იყვნენ ჩასულები...მაგრამ ქართულ სენს რა ვუყოთ ავტორიტეტებს ყველაფერი ეკუთვნით... ლაშაზე ვიცოდი ფორმაში რომ არ იყო მაგრამ ესე რომ ერთი ილეთიც ვერ დაიწყო არ მეგონა ....... ახალგაზრდები თუ გვიშველიან რაღაცას ვნახოთ ....
გაგი
09 ოქტომბერი 2022 08:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული