მესამე საშეჯიბრო დღე მედლის გარეშე - ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი წარსდგნენ.

- 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და შიდოების ხარჯზე ჯერ შვეიცარიელი ნილს სტამპი, მერვედფინალში კი ჯოვანი ესპოსიტოს სძლია, მეოთხედფინალში სოიჩი ჰაჩიმოტოსთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიელ დანიელ კარნინისთან ვაზარით დამარცხდა.

- 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მეორე წრეში სერბი მარიცა პესენიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს ხელის მტკივნეულით სძლია, თუმცა მეოთხედფინალურ ეტაპზე
იაპონელ ჰარუკა ფუნაბუკოსთან ნევაზათი დამარცხდა, რეპეშაჟში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯესიკა კლიმკაიტთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, ხვალ 9 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

altშავდათუაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა - ის რეპეშაჟში იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯამში 10 შეხვედრა გამართეს ბიჭებმა და აქედან მხოლოდ ერთხელ,დიახ, ერთადერთხელ მოახერხეს გდების(ილეთის)გაკეთება,ისიც ვაჟამ შეძლო უსუსტეს მეტოქესთან! ეს არ არის ძიუდო რასაც ვუყურებთ, განსაკუთრებით ლაშას შესრულებით,არამედ ბერძნული-რომაული ჭიდაობა, ისიც სრულიად უინიციატივო და უგერგილო. ლუხუმი პირწმინდად დაიჩაგრა სუსტ ახალბედა მეტოქესთან. გუჯეჯიანის პასუხისმგებლობაა ეს ყოველივე. დროა სარდალაშვილი, თუთაშვილი და ტერაშვილი გამოვიდნენ დიდ ასპარეზზე.
ალექსანდრე
08 ოქტომბერი 2022 15:22
0
კატასტროფული შედეგები ჭიდაობის ყველა სახებაში, სრული მოუმზადებლობა , უპასუხისმგებლობა და როდემდე ?!

კახაბერი
08 ოქტომბერი 2022 15:06
2
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტმა 4 შეხვედრაში 1 გდება ვერ გააკეთა.არ ვიცი რა ვთქვა.
დიმა
08 ოქტომბერი 2022 15:26
0
უკვე სამი დღეა,ქართველები გდებას ვერ აკეთებენ.მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შესძლო,ეთერ ლიპარტელიანმა კი,ორივე ბრძოლა,შებოჭვით წააგო და აშკარად გამოჩნდა,სადა აქვს,სუსტი წერტილი.ჩხვიმიანიც და შავდათუაშვილიც,მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები არიან,ვაჟასთან ერთად,ბოლო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები,მათ კლასში ეჭვის შეტანა,სისულელეა,მაგრამ მათ მზადებაში რომ შეცდომები ჩანს დაშვებული,ესეც ცხადია.
სოსო
08 ოქტომბერი 2022 16:33
1
ამ დიდებული სპორტცმენების დიდი პატივისცემის მიუხედავად დროა ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმონ ხო ხედავენ აღარც ჯანი მიყვებათ და აღარც ენერგია წადით ეხლა სახლებში ამდენი ვეტერანის წაყვანა რა უბედურება იყო???
რონი
08 ოქტომბერი 2022 16:12
4
უზარმაზარი მადლობა! ახლა დადგა დრო - ს ა ხ ლ ი ს ა კ ე ნ!
zurab
08 ოქტომბერი 2022 14:55
3
რასაც ვუყურებთ ძალიან მოუმზადებლები ჩანან. სავდათუაშვილმა 4 ორთაბრძოლაში ერთი ილეთიც კი ვერ შეასრულა.
niko
08 ოქტომბერი 2022 20:36
1
პირველად გავიგე რომ გამორჩეულ მოწინაარმდეგეებთან (უზბეკეთი, ისრაელი) ერთობლივ შეკრებას მართავდეს ვინმე და თანაც ზედ ტაშკენტში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ...ილიადისის ( არაა მაგ კაცი ზვიადაური) ჩაწყობილია ეგ შეკრება!!! ახლა გამოჩნდა რომ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა კარგად იხეირეს ამ საერთო შეკრებით...როცა დავწერე რომ გუჯეჯიანს თავში აუვარდა და ღვინიაშვილის დაჩაგვრა არ ეგების მეთქი..არავინ არ დამიბეჭდა ..არსებობდა ერთმანეთში დაჭიდების პრაქტიკა ვინც მოიგებდა ის დაიკავებდა ადგილს ეროვნულ გუნდში..ახლა რა ვქნათ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ( ღვინიაშვილი) არ ჩასვეს გუნდში???!!! ლიპარტელიანი რომელიც გუნდში სიტუაციას ძაბავდა ის წაიყვანეს????!!! უსამართლობაა არაფერში არ ვარგა....3 დღის განმავლობაში ერთი ილეთი >>> მე ძალიან მიყვარს ჩემი ნაკრები და ვაღმერთებ მის ბრწყინვალე ძიუდოისტებს..არავინ დამაბრალოს ჩასაფრებულის პოზიცია..ვიძახი რაც გულს მიხეთქავს...ღვინიაშვილს ცუდად მოექცენ!!! და ბასტა ..ამას არ შეიძლება არ ემოქმედა გუნდზე...დათუნააიშვილის მაგალითი თვალწინ გვაქვს..არ მინდა ეს რომ ბექას მიმართებით განმეორდეს..ყველა ჩემი მეგობარისათვის ღვინიაშვილი არის ღმერთის მიერ ბოძებული ტალანტი!!! ..და თანაც როგორც პიროვნება უზადო...მე მესმის რომ ტაშკენტით არ მთავრდება ძიუდოს ისტორია საქართველოში!!!! სასწრაფოდ უნდა დაიხვეწოს ეროვნული ნაკრების კანდიდატების შერჩევის კრიტერია!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
08 ოქტომბერი 2022 20:05
1
გასაგებია რომ ქართველებზე უნდა დაიწეროს უპირველესად ,მაგრამ შედეგი მშრალად მაინც დადეთ ვინ რომელ ადგილზე გავიდა.
rable
08 ოქტომბერი 2022 20:46
0
იაპოშკების ბულკები არიან. მიებარეთ მაინც. თვეში 20 ლარად გამეცადინებენ.
ბოქსიორი ანდუყაფარი
08 ოქტომბერი 2022 15:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული