![](https://sportall.ge/pictures/image5/41f578fdf0c47c98e26a3076ca8120c7.jpg)
-90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრაზილიელი რაფაელ მასედო ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, მერვედფინალში ლაშამ იაპონელ კოსუკე მაშიიამას ავასატე-იპონით სძლია.
სულ რამდენიმე წუთში მეოთხედფინალში იჭიდავებს კიდევ ერთი ქართველი ძიუიდოისტი ლუკა მაისურაძე, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდება.