თუშიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - 4 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელ, მე-7 დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"თუშა" ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში კი გერმანელ იოჰან ფრეის ბოლო წამებზე იპონით სძლია, სამწუხაროდ, გურამი კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკი ალიშერ იუსიპოვი იპონით დაამარცხა.

ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება
შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.


altთუშიშვილი მერვედფინალშია, სომხიშვილი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა


მკითხველის კომენტარები / 23 /
ასეთი დამპალი მსაჯობა,მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ მახსოვს.მიუხედავად ამისა,მაინც მეტის გაკეთება შეგვეძლო.ისეთები წააგეს,რომლებიც არ უნდა წაგვეგო.ისე მარტივად მაინც.
სოსო
13 ოქტომბერი 2022 01:49
0
პირადად უკეთეს შედეგს ველოდი, ანუ ერთი ოქრო, ან ვერცხლი კიდევ უნდა აგვეღო. რაღაც შავდათუაშვილს უჭირდა ილეთის გაკეთება, რაც დამაფიქრებელია, რადგან პარიზის ოლიმპიადა ახლოვდება და ამ წონაში ისევ მას მოუწევს ჭიდაობა. დიდებული იყო მაისურაძე, რომ დასანანი შეცდომა არა ფინალში იყო. ვფიქრობ ბექას მაგივრობა გადაჭარბებით შეასრულა.
ჟორა გაბრიჭიძე
12 ოქტომბერი 2022 23:47
1
ძიუდოს რამდენი ექსპერტი გვყოლია, 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს უწუნებენ ბიჭებს, არადა თვითონ ეზოშიც წაქცევის გემოც არ იციან, თბილ ოთახებში,კლავიატურის წინ ცხელი კისელი აქვთ მხოლოდ გასინჯული.მე არ მიჭიდავია არასოდეს,სხვა სპორტში ვიყავი,ვერ ვერკვევი,მაგრამ გულით ვგულშემატკივრობ,მადლობა მედლებისთვის და მომავალში მეტი მედლები მოგეგოთ და გესახელებინოთ სამშობლო,განსაკუთრებით ველოდები სულამანიძისაგან,მაიუსურაძისაგან და ბექაურისაგან. რაც შეეხება ტატოს,სასწაული ბიჭია,იმედია შავის მსგავსად ყველაფერს მოიგებს
საქართველო
12 ოქტომბერი 2022 23:37
2
1000%
რატი
13 ოქტომბერი 2022 01:27
1
ბიჭებს მადლობა მედლებისთვის და მომავალში უფრო მეტი რაც შეეხება უზბეკეთის ნაკრებს ჯარჯის ძეგლი ეკთვნის .
goga
12 ოქტომბერი 2022 19:29
3
კარგი შედეგია... თუმცა ნორმალური მსაჯობის შემთხვევაში... უკეთესი შედეგი იქნებოდა!!!
tngh
12 ოქტომბერი 2022 18:44
1
თუშიშვილს , ლიპარტელიანს , სულამანიძეს , ჩხვიმიანს , მარგველაშვილს , შავის მსაჯებმა წააგებინეს ? არ იყვნენ სათანადოდ მომზადებული !!! ყველაფერს მსაჯებს ნუ ვაბრალებთ . სხვა ქვეყნისათვის და ჩვენთვის სხვა შემთხვევაში, შეიძლება ეს შედეგი საზეიმო იყოს , მაგრამ როდესაც ესეთი , ტალანტებით სავსე თაობა გვყავს , ეს არის არა დამაკმაყოფილებელი შედეგი საქართველოსათვის . დავარQვათ ყველაფერს თავის სახელი .
ტარიელი
12 ოქტომბერი 2022 23:56
1
სულ ვგულშემატკივრობ გურამ თუშიშვილს! ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ დღეს გერმანელთან იპონით დამარცხდა და რატომ არ ჩაუთვალეს გერმანელს წარმოდგენა არ მაქვს?!
აი ვარლამს კი მსაჯებმა ნამდვილად წააგებინეს!
aburjga
12 ოქტომბერი 2022 20:36
1
ეჰ,როგორ ველოდი თუშისგან და ბექაურისგან ოქროს? ვერც სულამანიძემ, მაისურაძემ და სხვებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები, გამძლეობაზე მეტი სამუშაოა. დროა სასიკეთოდ რაღაცეები შევცვალოთ.
წარმატებები ბიჭებს
თენგაბი
12 ოქტომბერი 2022 18:39
0
თქვენი ლოგიკით ხვიჩას გაბრწყინება ქართული ოცნების დამსახურება ყოფილა.
მიშას
12 ოქტომბერი 2022 17:47
19
რა დაწერე ?
dato
12 ოქტომბერი 2022 19:26
0
ხვიჩას გაბრწყინება არის მისი ოჯახის დამსახურება ასე თავმდაბლად ზრილობიანად შვილის გაზრდა და პირადად მამის როგორც ყოფილი ფეხბურთელის ყველა მადლობა მის ოჯახს
Soso
12 ოქტომბერი 2022 18:57
0
Msoflioze kvela medali dasafasebelia da misaloci ratqmaunda,magram aseti shemadgenlobit meti unda shedzlon ashkarad...olimpiadaze 4 finali viwidaved da danarcheni mesame adgilistvis widaobda ase rom...
Givi
12 ოქტომბერი 2022 16:07
1
მიმიპურტხებია იმ ...... და ცჰემპიონატის სადაც ,,ტურობაევი,,ცჰემპიონი გახდება.ისე რა მაგის პასუხია და ზოგიერტებმა ხო ტქვეს აგარ ვიცჰიდავებო.
kako
12 ოქტომბერი 2022 15:35
9
უზბეკების მწვრთნელი თუ იცი ვინაა ?
vova
12 ოქტომბერი 2022 19:28
3
საიდან ეს ავადმყოფური ქედმაღლობა და მედიდურობა??? სირცხვილია.. ჯერ იმ ადამიანის ფიზიკურ მონაცემებს შეხედეთ,მერე მწვრთნელი ვინ ყავს ისიც გაიხსენეთ. ახალი ლიდერია ეგ ბიჭი ამ წონის მოგვწონს თუ არა.
ალექს
12 ოქტომბერი 2022 16:53
7
ბოლო 10 წელიწადში ყველა სპორტში ისეთი წარმატება გვაქ არასდროს არ გვქონია ასეთი ბოლო ოლიმპიადა რად ღირს მარტო რაც გააკეთა ძიუდომ ამიტომ სტანდარტმა აიწია და მეტს მოველოდით შედეგი არ არი ურიგო
Soso
12 ოქტომბერი 2022 15:00
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული