
სამწუხაროდ, სოფიო ასპარეზობას პირველსავე წრეში გამოეთიშა და კუბელ იდალის ორტიზსთან ავასატე-იპონით დამარცხდა.
რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მეორე წრეში სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იპონით სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც გერმანელ იოჰანეს ფრეის დაუპირისპირდება.