ზურაბიანმა სტამბოლში ხუთი შეხვედრა გამართა და აქედან სამი იპონით მოიგო. პირველ წრეში მან ვაზარით აჯობა თურქ ისმაილ სერჰატ კამბურის, მერე რუსი ანდრეი პოპოშინი დააიპონა, მეორე რუს ადამ კლიშევს იუკოთი მოუგო, ნახევარფინალში კი იტალიელ მატეო მარკონჩინიზე ლევან გუგავას
ბროლაშვილმა ორი ვადამდელი გამარჯვებით შეჯიბრება წარმატებით დაიწყო - შვეიცარიელ დანიელ რუფლის და მასპინძელ ჰამზა აკაის მოუგო, მაგრამ მერე თვითონაც იპონით წააგო საკმაოდ გამოცდილ რუს ოთარ ბესტაევთან. სანუგეშო წრეში მორიგი ვადამდელი მოგებები მიითვალა ყაზახ რუსტემ იბრაევთან და აზერბაიჯანელ რასიმ ასადულაევთან, რომელიც ასევე გამოცდილი ფალავანია.
ოძელაშვილმა პირველ შეხვედრაში წმინდად დაამარცხა ხორვატი მარია კოშიჩი, მერე კი ბრიტანელ სალი კონვაისთან წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრა ჩვენებურმა თურქ საიდა ბაირამს იუკოთი მოუგო და პრიზიორიც გახდა.
გოგოებში სხვა მონაწილე არც გვყავდა, ვაჟთა ნაკრების სხვა წევრებიდან კი ყველაზე უკეთ ალექსანდრე სტეფნაძე (90) გამოვიდა - მეხუთე ადგილი. თურქ სამეტ ბულეტთან მოგების შემდეგ ის სერბ ალექსანდრ კუკოლთან დამარცხდა და სანუგეშოში გადავიდა, სადაც ბრიტანელ თეოდორ სპალდინგ-მაკინტოშს კი აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის შერკინება დათმო პორტუგალიელ ტიაგო როდრიგესთან. ეს როდრიგესი სტამბოლში ბედისწერად გვექცა - პირველივე წრეში ფრიდონ ზურაბიანს მოუგო.
ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა შოთა ჯავახაძე (81) - თურქ აჰმეტ სარისთან, იაკობ გაზდელიანი (66) კი მეოთხედფინალამდე უდანაკარგოდ მივიდა, მაგრამ იქ მომავალ ჩემპიონთან, რუს არსენ ტოლასოვთან წააგო. ჩვენებური სანუგეშოში კი გადავიდა, მაგრამ მეტი ვერც იქ შეძლო - მასპინძელ რამზან ზენგისთან ვაზარი დათმო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"