ზურაბიანის ნაცვლად - მუზაშვილი

AutoSharing Option
საბოლოოდ გაირკვა ჭაბუკ ძიუდოისტთა იმ ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ივლისის ბოლოს ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს.

გიორგი ვაზაგაშვილმა იქ წასაყვანი გუნდი რამდენიმე დღის წინ კი დაასახელა, მაგრამ გაურკვეველი იყო 66 კილოგრამის საკითხი - აპოლონ ზურაბიანს ხელის ტრავმა აწუხებდა და მწვრთნელი მის გამოჯანმრთელებას ელოდებოდა, თუ არადა გიორგი მუზაშვილით უპირებდა ჩანაცვლებას. ტრავმის გამო ზურაბიანს ბევრი გაუცდა და მწვრთნელი ახლა შანსს აძლევდა, თუმცა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და რაკი სხვა გზა არ იყო, ვაზაგაშვილმაც გუნდში მუზაშვილი დააყენა.

სხვა წონებში ზაზა ხუბულური (50), ივანე მამისაშვილი
(55), თამაზ კირაკოზაშვილი (60), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) იჭიდავებენ.

პრაქტიკულად, ეს ის გუნდია, რომელმაც ივნისში მალტურ კოტონერაში ევროპის პირველობაზე დიდი წარმატებით იასპარეზა, ოღონდ იქ თუ მწვრთნელს ორ-ორი შემადგენლობა ჰყავდა წაყვანილი, ამჯერად მხოლოდ ლიდერებს იახლებს, რაკიღა ამ შეჯიბრების ფორმატი წონაში ქვეყნიდან მხოლოდ თითო მონაწილეს ითვალისწინებს. მალტაში მამისაშვილი და ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ, კირაკოზაშვილმა, ჩოჩელმა და ლაზუაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს, გუგავა მესამეზე გავიდა.

ცხადია, ისინი ტრაბზონშიც ჩვენი გუნდის ლიდერები იქნებიან. მით უფრო, რომ ანალოგიურ თამაშებში მედლების ლომის წილი ისედაც ძიუდოისტებზე მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული