დღეს, 5 თებერვალს პარიზის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
ტატომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.
ლუკამ ლიბანელი
კარამნობ საგაიპოვი, ბელგიელი სამი ჩუჩი და თურქი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა, ნახევარფინალში კი მძიმე ბრძოლაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე ჯამში 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
დიდხანს,დიდხანს გეკაშკაშოს ტატამზე!
ყველა მოჭიდავეს,ვინც დღეს წარმატებით თუ წარუმატებლად გამოვიდა,საქართველოს სახელის გაბრწყინებისათვის რაღაცა წვლილი აქვს გაღებული.ყველას აქვს მედლები მოპოვებული და საამისოდ მრავალჯერ თავისი წონა ოფლი დაღვრილი,მედლებზე გაცილებით მეტი ტრავმა მიღებული და ვინც მათ სპორტიდან წასვლას მოუწოდებთ,მაგ ვითომ საქართველოს პატრიოტებმა,კეთილი ინებეთ და ამ ბიჭების თუნდაც მეასედი მაინც გააკეთეთ,საქართველოს დროშის მაღლა აწევისათვის.უამრავ ქვეყანას,სანატრელი აქვს,ძიუდოს პირველ ათეულში სპორტსმენის მოხვედრა,თქვენ კი,მსოფლიოში სამეულის წევრებიც აღარ მოგწონთ?!უმადურები ანგრევენ ყოველგვარი სიკეთის ქმნის სურვილს და სამწუხაროდ,ძალიან მოგვიმრავლდნენ,ჩვენს ქვეყანაში.ამიტომაც ვართ,ჭაობში ჩაძირულები,რომ ავსა და კარგს,ერთნაირი ფასი დავადეთ და დამანგრეველი,მშენებელს ამუნათებს,უქნარა ხარო!