როგორც უკრაინული წყაროებით ირკვევა, უნგვარისთვის ეს მეორე შემთხვევა ყოფილა - პირველად იმავე პრეპარატის კვალი იანვარში ბაქოში გამართულ მასტერსზეც გამოვლენილა, მაგრამ გაურკვეველია, ამის შემდეგ ბუდაპეშტში გამოსვლის ნება რატომ მისცეს!
ერთი სიტყვით, დოპინგი საბოლოოდ დადასტურდა და უნგვარიც ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. უნგრეთის ძიუდოს ისტორიაში ის ამ დარღვევისთვის დასჯილი პირველი ძიუდოისტია. თუმცა ძიუდოს სამყარო უფრო მის უფროს ძმას - მიკლოშ უნგვარის
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის კვლავაც იაპონიაშია და იქაურ უნივერსიტეტებში აგრძელებს წვრთნას. ავსტრიიდან იქვე ჩავიდა ექიმთა ჯგუფი, რომელიც იმაზე უფერო მასშტაბურ გამოკვლევებს უტარებს სპორტსმენებს, ვიდრე თბილისში ჩაატარეს. ამჯერად თითეულ ათლეტს აკვირდებიან ყოველი შეხვედრის მერე, დილით - საუზმემდე უტარებენ რამდენიმე სახის ტესტს და ცდილობენ მათი სისხლის საერთო ანალიზის დადგენას. სწორედ ამის საფუძველზე გაირკვევა მათი ყოველდღიური სავარჯიშო გრაფიკი მსოფლიომდე, ვინ როგორი დატვირთვით მოემზადება. ეს ტესტები კიდევ ორი დღე გაგრძელდება, სულ ხუთდღიანი გამოვა, 24 ივლისს კი გუნდი თბილისში დაბრუნდება.
თავად იაპონური შეკრება სრული დატვირთვით მიდის, გაძლიერებული ვარჯიშებით. როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, ბიჭებს ყოველდღიურად არაერთი შეხვედრის გამართვა უწევთ ადგილობრივ ფალავნებთან. იქვე რამდენიმე დღით იაპონიის ნაკრებიც ვარჯიშობდა, ოღონდ არა ძირითადი. თუმცა, ადგილობრივ ფალავნებთან პაექრობა ჩვენებისთვის მაინც დიდი სკოლაა. ალექსიძის თქმით, ჩვენი ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი კმაყოფილია შეგირდების გარჯით. ბუნებრივია, ყველა ერთნაირ ფორმაში ვერ იქნება - ზოგი ახლა ჩაერთო ნაკრებში და შესაბამისად, ზაიზენბახერის ვარჯიშებსაც ახლა ეჩვევა, ზოგმა კი დიდი ხნის წინ აუღო ალღო, მაგრამ ყველა ერთნაირი მონდომებით ვარჯიშობს და მწვრთნელიც ამითაა კმაყოფილი.
ამავე შეკრების დღეებში უნივერსიტეტში სემინარები ოლიმპიურ ჩემპიონებს - ჰიტოში საიტოსა და კოსეი ინუეს ჩაუტარებიათ, რომელშიც ჩვენი ფალავნებიც მონაწილეობდნენ. აგვისტოს დასაწყისში ჩვენები რომში გაემგზავრებიან ასევე ერთობლივ შეკრებაზე, სადაც 12 აგვისტომდე დარჩებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"