უნივერსიადის ნაკრები გაირკვა

AutoSharing Option
გაირკვა საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც აგვისტოში ჩინურ შანხაიში მსოფლიოს უნივერსიადაზე იასპარეზებს.

ივერი ჯიქურაულის განკარგულებაში პაატა მერებაშვილი (60), გიორგი შოშიაშვილი (66), ამბაკო ავალიანი (73), დავით კარბელაშვილი (81), ბეთქილ ნავერიანი (90), იოსებ მსხალაძე (100) და არჩილ საღინაძე (+100) არიან.

81 კილოგრამში მონაწილედ თავიდან ლევან წიკლაური მოიაზრებოდა, მაგრამ გიორგი ბაინდურაშვილის ტრავმამ ყველაფერი არია. ბაინდურაშვილი ეროვნულ ნაკრებს უნდა გაჰყოლოდა იტალიაში შეკრებაზე, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხი იტკინა და მთავარ გუნდში მისი ადგილი წიკლაურმა დაიკავა.

ამის შემდეგ ბაინდურაშვილი უნივერსიადის გუნდში მოიაზრებოდა, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევამ
მძიმე ტრავმა დაადასტურა - მყესებია გაწყვეტილი, რისი მკურნალობაც საკმაო დროს მოითხოვს. ამიტომ მის ნაცვლად შემადგენლობაში კარბელაშვილი შეიყვანეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფფფ
levani
17:04 06-02-2012
0

სიახლეები პოპულარული