შეჯიბრებას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ძიუდოში გუგული აბრამიშვილი და ახმეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი აკაკი ნონიაშვილი აკვირდებოდნენ. ასპარეზობა ალტერნატიული რეკორდების წიგნში შესატანად ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს რეკორდების მაფიქსირებელი წიგნია და მისი ოფისი ლაიფციგში მდებარეობს. შეჯიბრებაც მათი დებულების ზუსტი დაცვით ჩატარდა და გერმანიაში რეკორდის დამადასტურებელი ვიდეო-მასალაც გადაიგზავნა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ბეგიაშვილისთვის ეს მესამე რეკორდია. პირველი მან 2009 წელს დაამყარა - 1 საათში 3203 პრესი, მეორედ კი 2010 წელს 3 საათში იგივე მოძრაობა 7237-ჯერ შეასრულა. იმ რეკორდის დამყარებას გინესის მსოფლიოს რეკორდების მაფიქსირებელი სპორტული კლუბის `რეკორდის~ თავმჯდომარე შოთა ქელდიაშვილი, ამავე კლუბის საშემსრულებლო კომისიის ხელმძღვანელი დავით ბურჯანაძე და კლუბ `მებრძოლის~ ხელმძღვანელი ლაშა ჭურაძეც ესწრებოდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"