მონაწილეთა შორის საქართველოდან იქნებიან მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ირაკლი მოსიძე (63), გენო პეტრიაშვილი (100), ძიუდოისტები - ბექა ტუღუში (66) და სოფიო ბერიძე (63). სულ ჩვენს დელეგაციაში 14 კაცია, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია გიორგი ესაკია. დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უთავკაცებს, რომელიც სეოკ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად სინგაპურში ხვალ გაფრინდება. დელეგაციაში ორი მწვრთნელია - `თავისუფალთა~ დამრიგებელი თამაზ ბენდიანიშვილი და ძიუდოისტების თავკაცი გიორგი თენაძე.
თამაშები ოფიციალურად
ამ შემადგენლობიდან მედლებს თუ ვინმესგან ველოდებით, ისევ საჭიდაო სახეობების წარმომადგენელთაგან. აქვე შეგახსენებთ, რომ ტუღუში შარშან ჭაბუკებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, ოღონდ - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო მოსიძე რამდენიმე დღის წინ ასევე ჭაბუკთა შორის ევროპაში მესამე იყო.