კიევში წამსვლელი გოგონების გუნდიც გაირკვა

AutoSharing Option
11-14 აგვისტოს კიევი ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში საქართველოდან გოგონების გუნდიც გამოვა 4 მონაწილით: გურანდა შოთაძე (48), მარიამ ციხელაშვილი (52), მარიამ ჯანაშვილი (57) და ანი მინდიაშვილი (63).

ეს ზუსტად ის კვარტეტია, რომელმაც ერთი კვირის წინათ ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზა. იქ ყველაზე უკეთ ჯანაშვილი გამოვიდა, რომელმაც ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა წააგო და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

აქვე ბიჭების გუნდსაც შეგახსენებთ, რომელიც იქ სრული შემადგენლობით ანუ წონაში 2-2 მონაწილით გამოვა:
ზვიად ხუბულური, გიორგი კაციაშვილი (ორივე - 50), ივანე მამისაშვილი, გიგა აფაქიძე
(ორივე - 55), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი გოგოლაშვილი (ორივე - 60), აპოლონ ზურაბიანი, გიორგი მუზაშვილი (ორივე - 66), ბექა დონღვანი, ლევან გუგავა (ორივე - 73), ბექა ღვინიაშვილი, ჯაბა კაპანაძე (ორივე - 81), შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 90), გიორგი ლაზუაშვილი, ზაზა ხუბულური (ორივე - +90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული