ბიჭების ნაკრების თავკაცმა გიორგი ვაზაგაშვილმა ამჯერადაც ორ-ორი შემადგენლობა შეარჩია, თუმცა ივნისში მალტურ კოტონერაში ჩატარებული ევროპის პირველობის შემდეგ ხუთი მონაწილე მაინც შეცვალა ფრიად წარმატებული გამოსვლის მიუხედავად.
ამჯერად გუნდის შემადგენლობა ასეთია: ზვიად ხუბულური, გიორგი კაციაშვილი (ორივე - 50), ივანე მამისაშვილი, გიგა აფაქიძე (ორივე - 55), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი გოგოლაშვილი (ორივე - 60), აპოლონ ზურაბიანი, გიორგი მუზაშვილი (ორივე - 66), ბექა დონღვანი, ლევან გუგავა (ორივე -
ევროპის პირველობის გარდა, წლეულს ეს გუნდი ტრაბზონში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალშიც მონაწილეობდა. ამ სპორტსმენთაგან ორივე შეჯიბრება მხოლოდ ღვინიაშვილმა მოიგო, თუმცა უმეტესობამ ორივეგან მოიპოვა მედალი. მაგალითად, მამისაშვილმა ოქრო-ბრინჯაო ირგუნა, კირაკოზაშვილმა და ლაზუაშვილმა - ვერცხლ-ბრინჯაო, გუგავა ორივე ტურნირში მესამეზე გავიდა, ჩოჩელმა და თუშიშვილმა კი ევროპაზე მოიპოვეს ჯილდოები, შესაბამისად ვერცხლი და ბრინჯაო.
გოგოების შეჯიბრებაში გია თენაძის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება: გურანდა შოთაძე (48), მარიამ ციხელაშვილი (52), მარიამ ჯანაშვილი (57) და ანი მინდიაშვილი (63).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"