ძიუდოისტები პრეზიდენტს ირჩევენ

AutoSharing Option
დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებია - დელეგატები პრეზიდენტს აირჩევენ. თუმცა ასარჩევადაც არაა საქმე, რადგან კენჭს ერთადერთი კანდიდატი იყრის - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე.

უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ დელეგატები მას პოსტზე დაამტკიცებენ და ისიც არა მოვალეობის შემსრულებელი, არამედ სრულფასოვანი პრეზიდენტი გახდება.

ფედერაციაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტარმა დილარ ხაბულიანმა შარშან პოსტი დატოვა. მოარული ხმებით, არჩევნები აქამდეც უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე მიახლოებითი თარიღიც დასახელდა, მაგრამ დღემდე გაიწელა. ამ პერიოდში ძიუდოს ფედერაციის
პრეზიდენტის მოვალეობას ალექსიძე ასრულებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული