ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ კიდევ ერთი ყრილობა გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტს თავიდან აირჩევენ.
არჩევნებზევე დამტკიცდნენ ახალი ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად დამტკიცდნენ - შოთა ხაბარელი, დავით ხახალეიშვილი, სოსო ლიპარტელიანი და თამაზ ნავერიანი. ფედერაციის გენერალურ მდივნობას ვლადიმერ ნუცუბიძე გასწევს, აღმასრულებელი მდივნი კი ფირუზ მარტყოფლიშვილი იქნება.
გიორგი ალექსიძე:" დიდი მადლობა დელეგატებს მხარდაჭერისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის. მათ
ლადო ვარძელაშვილი:" ძიუდოს ფედერაციაში ახალი გუნდი მოვიდა, რომელიც მშვიდ ვითარებაში იმუშავებს. მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რაც აქამდე ფედერაციაში არსებობდა. დაისახება ახალი სტრატეგია და განისაზღვრება შესაბამისი პრიორიტეტები. ერთ წელიწადში ლონდონის ოლიმპიური თამაშებია, ძიუდო კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა, ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს და ქათველმა ძიუდოისტებმა ლონდონში წარმატება მოგვიტანონ".
msy.gov.ge