დაფასება და ნდობა

AutoSharing Option
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ საარჩევნო ყრილობაზე გიორგი ალექსიძე ოფიციალურად აირჩიეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად. სხვა კანდიდატურა არც ყოფილა და ალექსიძის კანდიდატურას მშვიდ ვითარებაში, დელეგატებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი. ის ფედერაციას მომავალ რიგით საარჩევნო-საანგარიშო ყრილობამდე უხელმძღვანელებს, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ გაიმართება.

ალექსიძე თავის საპრეზიდენტო პროგრამაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ასაკობრივ გუნდებზე, რეგიონალური ფედერაციების მუშაობის გააქტიურებაზე, სამედიცინო სფეროსა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას დაგვპირდა.

ყრილობამ დაამტკიცა ფედერაციის გადახალისებული ხელმძღვანელობაც. ოთხი ვიცე-პრეზიდენტიდან ორი ისევ ძველი დარჩა - ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი და
თამაზ ნავერიანი, ორი კი ახალია, ძიუდოს სამყაროსთვის შინაური და ავტორიტეტული პიროვნება - ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი და ოლიმპიური პრიზიორი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის პირველი ოლიმპიური მედლის მომტანი სოსო ლიპარტელიანი.

შეიცვალა გენერალური მდივანიც - ამიერიდან ამ თანამდებობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე დაიკავებს, ხოლო მისი წინამორბედი ფირუზ (ანზორ) მარტყოფლიშვილი აღმასრულებელი მდივნის პოსტზე გადაინაცვლებს. აირჩიეს აღმასკომის ახალი შემადგენლობაც. წევრთა რაოდენობა - 15 უცვლელი დარჩა, მაგრამ შეიცვალა რამდენიმე კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული