ქართველი ძიუდოისტების ბელგიური წილყრა

AutoSharing Option
დღეს ბელგიურ ლომელში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა იწყება, რომელშიც თავდაპირველად ბიჭებიდან 55-60, გოგოებიდან კი 44, 48 და 52-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ.

55-ში ლერი ჭელიძე პირველ შეხვედრას სომეხ სერიოჟა ალექსანიანთან გამართავს, გიორგი მესაბლიშვილი - ჩერნოგორიელ ვუკ ნიკჩევიჩთან. ვაჟა მესაბლიშვილი (60) პირველ შეხვედრას რუს არამ გრიგორიანთან ჩაატარებს, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ფინელი ფაიე ნჯიე ელოდება. ამავე წონაში გიორგი კაცია იტალიელ ფაბიო ბასილეს დაეჭიდება. დღეს ერტი მონაწილე გოგოებშიც გვეყოლება - ნონა მერაბიშვილი (52) უკრაინელ ოლექსანდრა სტარკოვას დაეჭიდება.

ხვალ ბიჭებიდან 66, 73 და 81-ის, გოგოებიდან
კი 57, 63, 70-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. 66 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი უნგრელ მარტინ ვეგვარის დაეჭიდება, ოთარ არჩუაძე კი პირველ წრეში თავისუფალია და უკრაინელ ანტონ ჩეტვერიკსა და ესტონელ კრისტიან ტონისტეს შორის მოგებულის გამოვლენას დაელოდება.

ჩვენი მოჭიდავეები ასევე მეორე წრიდან ჩაებმებიან ტურნირში 73 კილოგრამშიც, სადაც მათი მეტოქეებიც უკვე ცნობილია - მიხეილ ჩოხელი თურქ ლიკერ გულდურენს ხვდება, ფრიდონ გიგანი - პორტუგალიელ ნუნო სარაიავას. პირველ წრეში ისვენებს შალვა ნინიძეც (81), რომლის მეტოქეც ბელგიელ გლენ ვან დერ ველდეს და დანიელ ბენჯამინ კხელდსენს შორის გაირკვევა.

81-სი ჩვენი მეორე მონაწილე - ბექა რატიანი პირველივე წრეში სერხიუ გონჩუკს დაეჭიდება. გოგოებში სოფიო ბერიძე (57) ხორვატ ანა კოკეზასთან იჭიდავებს, თეონა სუხიტაშვილი (70) - ავსტრიელ ბერნადეტე გრაფთან.

დანარჩენი წონების წარმომადგენლები 18 სექტემბერს იასპარეზებენ. ამ დღეს გიორგი ქავთარაძე (90) მეორე წრეში გერმანელ იონას ბაიერს შეხვდება, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი იმედი გიორგი მერმანიშვილი კი - ბელარუს ულადძიმირ შუმეიკას.

100-ში ქარტულ-ჰოლანდიური დაპირისპირებაა - გიორგი ცნობილაძე ტიხს ვან ჰიუგენბოხს ხვდება, ელგუჯა ბიბილაშვილი - ტიმო ლესტერჰუისს. მძიმე წონაში უშანგი კოკაური პირველი ორი წრე თავისუფალია, მესამეში კი ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი ელოდება.

ლევან მატიაშვილის მეტოქე რუმინელი დანიელ ნატეა იქნება. ამ დრეს გოგოებში ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - ელენე ქებაძე (+78), რომელიც პირველ წრეში ისვენებს. მისი მეტოქე ჰოლანდიელ ინგე ეკენჰორსტისა და გერმანელ კაროლინ ვაისის შეხვედრაში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული