იაპონელებმა ძიუდო სპორტის ყველაზე სახიფათო სახეობად აღიარეს

AutoSharing Option
ძიუდო ცხოვრებისეულ სკოლად მიიჩნევა, მაგრამ შესაძლოა სიკვდილისკენ მიმავალი გზაც გახდეს - ასე ცნობილი იაპონელი სპორტსმენი ქალი, ბარსელონას ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ნორიკო მიძოგუტი ფიქრობს. თავის სტატიაში ის იაპონურ ძიუდოში დამკვიდრებულ სწავლების მეთოდებს აკრიტიკებს და მათ სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევს.

მიძოგუტის იაპონიის მძიმედ ტრავმირებული ძიუდოისტების სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ტატამზე მძიმე ტრავმები სულ უფრო ხშირია. 1983 წლიდან 2009 წლამდე იაპონიაში 101 ახალგაზრდა ძიუდოისტი დაიღუპა. მათი ასაკი 12-დან 18 წლამდე იყო. 65 შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ტვინის გათიშვა იყო. კიდევ 260 სპორტსმენი მსგავსი სახის ტრავმების
გამო მთელი სიცოცხლის მანძილზე გაიტანჯება. სპორტის სტატისტიკის მიხედვით, ძიუდოში ტვინის 10 ტრავმიდან 4 სასიკვდილოა.

ასევე გამოთვლილია, რომ მძიმე ტრავმები და სიკვდილიანობა ძიუდოში 5-ჯერ უდრო ხშირად ხდება, ვიდრე სპორტის სხვა სახეობებში.

"ეს მდგომარობა სერიოზულად უნდა გავაანალიზოთ, რადგან 2012 წლიდან ძიუდო იაპონური კოლეჯებისთვის სპორტის აუცილებელი სახეობა ხდება", - ამბობს მიძოუგი.

იაპონელი სპორტსმენი იქვე დასძენს, რომ ძიუდო თაობების აღზრდისთვის მშვენიერი სპორტის სახეობაა. ის ახალგაზრდებს ისეთ საჭირო თვისებებს სძენს, როგორიც საკუთარი თავის სრულყოფისკენ სწრაფვა, სიმამაცე, სხეულის და გონების სიძლიერეა. ასევე ის ადამიანის სწრაფად ცვალებად მდგომარეობებთან შეგუებას უზრუნველყოფს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული