ძიუდოს ფედერაციაში სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ახალ პროექტებზე მუშაობას იწყებს. პირველი პროექტი, რომელსაც ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს მოიცავს ქვეყანაში არსებული ძიუდოს ინფრასტრუქტურის აღწერასა და შესწავლას.

პროექტის შესახებ სასაუბროდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტი ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - ვლადიმერ ნუცუბიძემ წარმოადგინა. პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - შოთა ხაბარელი, ფედერაციის წარმომადგენლები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

ნუცუბიძის თქმით, იგეგმება ჯგუფების გაგზავნა საქართველოს ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც არსებობს
ძიუდოსთან დაკავშირებული მატერიალური და ადამიანური რესურსები.

ეს ჯგუფები ადგილზე გაეცნობიან არსებულ სპორტულ ბაზებს, მწვრთნელთა და სპორტსმენთა პერსონალს. მოპოვებული ინფორმაცია თავს მოიყრის მონაცემთა ბაზაში, რის შემდეგაც დაიგეგმება მომავალი სამუშაო პროცესი. მოხდება ბაზების სტატუსის კლასიფიკაცია და ძიუდოისტთა რანგირება.

გამოიკვეთება თუ რომელ ქალაქსა და რაიონში რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი ძიუდოს განვითარებისთვის. ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამისად იზრუნებს მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მატერიალური ბაზების სრულყოფისთვის.

საქართველოს ნაკრები 16-18 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქალაქ აბუ-დაბიში გასამართ გრან-პრის გათამაშებაში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60კგ - ამირან პაპინაშვილი
-66კგ - გიორგი შოშიაშვილი
-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი
-90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - ზვიად ხანჯალიაშვილი
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქალაქ კეიპტაუნში 3-6 ნოემბერს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ნაკრები ჩემპიონატის წინ შეკრებას გაივლის დუშეთში, რის შემდეგაც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა გამოაცხადებს იმ ძიუდოისტთა ვინაობას, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებენ.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული