ანზორის მშობლიურ ზემო მაჩხაანში მეთერთმეტედ ჩატარდა სოფლის რჩეულის, დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო ოსტატისა და მსაჯის, ანზორ (ფირუზ) მარტყოფლიშვილის ტურნირი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის. ასპარეზობაში კახეთის ყველა რეგიონის და თბილისის გუნდები, აგრეთვე ცალკეული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ეს იყო ერთგვარი შესარჩევი შეჯიბრი, რომელიც მარნეულში 22 ოქტომბერს გასამართ თენგიზ ნავერიანის მემორიალური
მარტყოფლიშვილის ტურნირი წლეულს ერთობლივი ძალისხმევით ჩაატარეს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა, ზემომაჩხაანელმა მწვრთნელმა ვაჟა მოსულიშვილმა და ზემომაჩხაანის გამგებელმა ლევან იაკობიშვილმა.
ტურნირზე ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზი დაიმსახურა ბექა ნათათრალაშვილმა (50 კგ).
კვარცხლბეკი
42 კგ. 1. ნიკა ჭიკაიძე (ახმეტა), 2. ნიკა ყურშიტაშვილი (საგარეჯო), 3. გეგა ტუგულაშვილი (ახმეტა), 3. გიორგი მესხიშვილი (თელავი).
46 კგ. 1. ზაზა ბუქური (დედოფლისწყარო), 2. გიორგი ჩაჩქანიშვილი, 3. გიორგი ნახუცრიშვილი (ორივე-ახმეტა), 3. გაგა მახნიაშვილი (თელავი).
50 კგ. 1. ბექა ნათათრალაშვილი (დედოფლისწყარო), 2. ირაკლი კუპატაძე (საგარეჯო), 3. ტატო მოსახლიშვილი (თელავი), 3. ნიკა ლაბაძე (ლაგოდეხი).
55 კგ. 1. შალვა ბუნტური (დედოფლისწყარო), 2. კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო), 3. ნიკა ბენაშვილი, 3. ლაშა ბუნტური (ორივე-დედოფლისწყარო).
60 კგ. 1. ილია ლეკიაშვილი (დედოფლისწყარო), 2. ნოდარ აივაზაშვილი (ყვარელი), 3. ბაჩო ჭიკაიძე (დედოფლისწყარო), 3. ლევან დარძული (ახმეტა).
66 კგ. 1. ზვიად მრელაშვილი, 2. ექვთიმე ბულკაშვილი (ორივე-ახმეტა), 3. გიორგი გულიაშვილი (ყვარელი), 3. გივი ოზაშვილი (დედოფლისწყარო).
73 კგ. 1. ვანო ჩურჩხელაშვილი (ახმეტა), 2. დიმა ნადირაშვილი (დედოფლისწყარო), 3. ზურაბ ტატიშვილი (გურჯაანი), 3. ამირან ბახსოლიანი (თელავი).
+73 კგ. 1. ჯაბა მუმლაძე, 2. დავით რამაზანაშვილი (ორივე-ახმეტა), 3. ბექა შერეზადაშვილი, 3. ლევან მერაბიშვილი (ორივე-თბილისი).
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"