ნავერიანის ტურნირი მარნეულში

AutoSharing Option
შაბათს მარნეულის ახალაშენებულმა სპორტულმა კომპლექსმა რეგიონში ძიუდოს დიდი ქომაგისა და რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელ თენგიზ ნავერიანის ხსოვნის პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ძიუდოში.

უცხოელთაგან მასში აზერბაიჯანელები გამოდიოდნენ, სომხები კი, წინასწარი დაპირების მიუხედავად, ვერ ჩამოვიდნენ, რის გამოც ორგანიზატორებს მოუბოდიშეს.

შეჯიბრება გუნდური პრინციპით ჩატარდა 1996-97 წლებში დაბადებულთა შორის. მასში 12 ნაკრები მონაწილეობდა - თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ქუთაისი, შიდა ქართლი, ქვემო-ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი, აფხაზეთი, სამცხე-ჯავახეთი და აზერბაიჯანი. გუნდები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ბრმა წილისყრით შეხვდნენ ერთმანეთს.

ნახევარფინალში ბრძოლის
უფლება თბილისი - შიდა ქართლმა და კახეთი - მცხეთა-მთიანეთის გუნდებმა მოიპოვეს. ამ შეხვედრებში თბილისელებმა და კახელებმა იმარჯვეს, რითაც მთავარი პრიზისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს. ფინალური შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა - დედაქალაქელებმა 5:3 იმარჯვეს და დიპლომთან ერთად ჩემპიონისთვის განკუთვნილი 3-ათასლარიანი ჯილდოც ირგუნეს.

კახელებს 2 000 ერგოთ, ბრინჯაოს მედლები და 500-500 ლარი კი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის გუნდებს გადაეცათ. ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მონაწილედ თბილისელი გიორგი გველესიანი დაასახელეს, ყველაზე ლამაზი გდებისთვის დაწესებული პრიზი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდის წევრ ბექა ფალიანს გადაეცა, სიმონ მამარდაშვილმა (კახეთი) კი ყველაზე სწრაფი გამარჯვებით დაამახსოვრა ყველას თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული