ახალგაზრდული გუნდი გაცხადდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები დუშეთშია და ამთავრებს მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნში გაიმართება.

გიორგი გუგავამ უკვე დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა და ადრინდელი პირობა შეასრულა - ევროპის პირველობაზე ნაჭიდავები გუნდი საგრძნობლად გადაახალისა, ზოგიერთ წონაში ორკაციანი კვოტა არც გამოიყენა და აფრიკის უკიდურეს სამხრეთში არასრული ნაკრებით მიდის.

თუმცა ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ჭაბუკთა ნაკრებიდანაც უხმო იქაურ ლიდერებს, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონებს - ბექა ღვინიაშვილსა (81) და გურამ თუშიშვილს (100).

ჩვენი ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია: ლერი ჭელიძე და
გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი და შალვა ნინიძე (81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (90), გურამ თუშიშვილი და დავით მერაბიშვილი (100), ლევან მატიაშვილი და უშანგი კოკაური (+100).

ჩვენი ნაკრები შეკრებას უახლოეს დღეებში დაამთავრებს, სამხრეთ აფრიკაში კი 31 ოქტომბერს გაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას შარშანაც აფრიკამ უმასპინძლა, ოღონდ - მაროკომ. ქალაქ აგადირში გამართულ იმ შეჯიბრებაში ჩვენმა გუნდმა თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა - ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, მესამეზე კი ზებედა რეხვიაშვილი (73) გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული